პომიდვრის რეცეპტი კორეულად

1315

ზაფხული მდინარეზე ან ტყეში პიკნიკის, დასვენების დროა. ასეთი დროის ტარების ატრიბუტებია: მხიარული კომპანია, გემრიელი საჭმელი, კარგი წასახემსებელი. რაც შეეხება წასახემსებელს. ნებისმიერ ხორციან კერძს, განსაკუთრებით მწვადს უხდება პომიდორი კორეულად. ოდნავ ცხარე წასახემსებელი, მკაფიოდ გამოხატული პომიდვრის გემოთი ნებისმიერ მენიუს კარგად ერგება.

მას, ვინც კერძს სახლისთვის ამზადებს, მისი მირთმევა მთელი კვირა შეუძლია. პროდუქტი დიდხანს არ ფუჭდება, გემოს ინარჩუნებს. ნამდვილი მხსნელი დიასახლისისთვის, რომ სტუმრების გასამასპინძებლად ყოველთვის რაღაც გქონდეთ.

პომიდორი კორეულად

პომიდვრის კორეულად მომზადება რთული არაა. 15 წუთი და შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. არომატული წასახემსებელი სუფრის მშვენება და თქვენი საფირმო კერძი გახდება. საკუთარი კულინარიული წიგნისთვის ყველა რეცეპტს მოგთხოვთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 2 თავი ნიორი
  • 100 მლ ძმარი
  • 100 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 2 ს/კ მარილი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჩილეს წიწაკა
  • 1 კონა მწვანილი
  • 80-100 გრ შაქარი

მომზადება:

1. ბულგარული წიწაკა, ჩილეს წიწაკა და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ.

2. მიღებულ მასას მარილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ძმარი და დაქუცმაცებული მწვანილი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

3. პომიდორი შუაზე ან ოთხად გაჭერით.

4. პომიდორი სოუსთან ერთად სამლიტრიან ქილაში ფენებად ჩააწყვეთ და თავსახური დაახურეთ.

5. ქილა ღამით მაცივარში შეინახეთ და გადააბრუნეთ, რომ ზედა ფენა უფრო სწრაფად დამწნილდეს. დილით შეგიძლიათ ნორმალური მდგომარეობა დაუბრუნოთ.

იმის მიუხედავად, რომ პიკანტური და წვნიანი წასახემსებელი მაცივარში 1 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ, გირჩევთ დაუყონებლივ ბევრი მოამზადოთ, რადგან ოჯახის წევრები ამ გემრიელი, კორეულად მომზადებული პომიდვრის გასინჯვისგან თავს ვერ შეიკავებენ.

რეცეპტი შეინახეთ. დაე, ყოველთვის ხელთ გქონდეთ.