პომიდვრისა და კვერცხის სალათის რეცეპტი

2226

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ბოსტნეულისგან სხვადასხვა გემრიელი სალათისა და კერძის მოსამზადებლად. საშინაო წვნიანი პომიდორი სწორედ ის ბოსტნეულია, რომელიც ყველაზე მეტად ენატრება ბევრ ადამიანს.

სალათი კვერცხითა და პომიდვრით

პომიდვრის მოყვარულთათვის სწორედ ეს სალათია იდეალური, რომელიც პომიდვრით, კვერცხითა და ყველით მზადდება. იგი ძალიან ადვილად მზადდება და ნამდვილად არ ავნებს თქვენს ფიგურას, ასე რომ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ძალიან გემრიელი ზაფხულის სალათი.

ამ სალათის მომზადება არაჟნითაც შეიძლება. ნებისმიერი არაჟანი ცხიმის დაბალი შემცველობით სალათს უფრო გემრიელს და დიეტურს ხდის.

ინგრედიენტები

  • 3 ც კვერცხი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • 1 ც დიდი ზომის კიტრი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც დიდი ზომის პომიდორი
  • 100 გრ მაიონეზი ან 150 გრ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. კარგად მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბებად. დანაყეთ ნიორი და დაუმატეთ დაჭრილ კვერცხს. ამ ეტაპზე აუცილებელია დაუმატოთ სალათს მარილი.

2. დაუმატეთ კვერცხს მაიონეზი ან არაჟანი და კარგად აურიეთ.

3. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი, კამა და კიტრი. ყველი მსხვილად დახეხეთ.

4. თასში სალათის პირველ ფენად კვერცხის ნაზავი მოათავსეთ, შემდეგ მწვანე ხახვი და კამა, ამ ფენას მსუბუქად მოასხით ზემოდან მაიონეზი ან არაჟანი.

5. შემდეგ ზემოდან დაალაგეთ კიტრი და ყველი. პომიდორი შეგიძლიათ ლებნებად დაჭრათ და სალათის ბოლო ფენაზე დაალაგოთ.

სულ ესაა, ზაფხულის სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!