პეროგი დაკონსერვებული გარგრით. ხილის ნაჭრები ნაღებში ეფლობა, მე კი მის გემოში…

1786

ამ პეროგის მომზადება შესაძლებელია როგორც დაკონსერვებული, ასევე ცოცხალი გარგრით. შეინახეთ ეს რეცეპტი ზაფხულისთვის და დაიმახსოვრეთ: უკეთესი გემოსთვის, დაჭერით გარგარი, მოთუშეთ ტაფაზე შაქართან ერთად – კარამელიზებული ხილი არაჩვეულებრივად ეხამება ამ დესერტს.

ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს შესანიშნავი ხილი სწორედ მსგავსი ნამცხვრებისთვის უნდა გამოიყენოთ და არა კომპოტებისა და მურაბებისთვის. განსაკუთრებით, თუ ხილი საოცარ ნაღებში ეფლობა. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები

  • 340 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 30 გრ ვანილის შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
  • 4 ც კვერცხი
  • 7 ც გარგარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 100 მლ ნაღები
  • 150 მლ რძე
  • 2 ს.კ. წყალი

მომზადება

  1. შეურიეთ 270 გრ ფქვილი, 15 გრ ვანილის შაქარი, 50 გრ შაქარი და კარაქი.
  2. დააამატეთ 1 კვერცხი, მარილი და წყალი. მოზილეთ ცომი, შემოახვიეთ საკვების ცელოფანი, შედგით მაცივარში 1 საათით.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, 100 გრ შაქარი, 15 გრ ვანილი. დაამატეთ რძე, 33%-იანი ნაღები და ფქვილი.
  4. ცივ საცხობ ფორმაზე კარგად გაათანაბრეთ ცომი ისე რომ კუთხეებზეც გადმოვიდეს.
  5. მოაცილეთ კანი გარგარს, მოათავსეთ ცომზე, დაასხით ნაღების მასა. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და კიდევ 3 წუთით შედგით ღუმელში.

შესანიშნავი იდეაა, მზა ნამცხვარს მოასხათ ათქვეფილი ნაღები, ან მიირთვათ ნაყინთან, მორთოთ პიტნით. ეს დესერტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!