პელმენის საოცარი რეცეპტი – მე ამ კერძს მხოლოდ ასე ვამზადებ!

2747

პელმენი ყველასათვის საყვარელი კერძია. ვარენიკისგან განსხვავებით მასში შიგთავსი ერთგვაროვანია – დაკეპილი ხორცი. უმეტესობის აზრით, ამ კერძის წარმატება ხორცზეა დამოკიდებული, მაგრამ რას იტყვით ცომზე?

საოცარი ცომი პელმენებისთვის კეფირზე კამით, რომელიც ძალიან ორიგინალურია.

ინგრედიენტები

  • 400გ ფქვილი
  • 200მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 400გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • კამა
  • მარილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი გემოვნებით

ინგრედიენტები

1.ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად. დაუმატეთ თბილი კეფირი და სოდა. კარგად მოურიეთ. დაელოდეთ 15 წუთი.

2.გარეცხეთ კამა და მოაშორეთ უხეში ღეროები. გააშრეთ და წვრილად დაჭერით მწვანილი. დაუმატეთ მწვანილი კვერცხის მასას, მოურიეთ.

3.ფრთხილად დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი.

4.დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.

5.ფარშს მოაყარეთ სანელებლები. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ხახვი. დაფნის ფოთოლს დაასხით 50მლ ცხელი წყალი. გააგრილეთ მასა და დაუმატეთ ფარშს.

6.გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით ერთნაირ ნაჭრებად.

7.მიეცით პელმენების ფორმა და მოათავსეთ შიგთავსი.

8.აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. მოხარშეთ პელმენები 7 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ამ კერძს ძალიან უხდება სოუსი: გაალღვეთ კარაქი, დააქუცმაცეთ ნიორი და დაუმატეთ დაფქული წიწაკა. ეს არის მარტივი სოუსი, რომელიც კერძს სსაოცარს ხდის!