პასკა საფუარის გარეშე: ნაკლებ დროს დაკარგავთ, მეტ გემოსა და არომატს მიიღებთ

2105

უამრავი დიეტოლოგი მიიჩნევს, რომ საფუარი საზიანოა ჯანრთელობისთვის. მაგრამ ზოგი ცომეული სწორედ რომ საუფიარს მოითხოვს, განსაკუთრებით როცა სააღდგომო პასკაზეა საუბარი.

ეს ცომეული მაქსიმალურად წარმატებული უნდა იყოს და ვერ იტანს პატარა შეცდომებსაც. იდეალური შედეგის მისაღებად გამოაცხვეთ უსაფუარო პასკა, რომელიც სასარგებლოცაა.თანაც მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ კარაქი
  • 50 გრ შტოშის ჩირი
  • 50 გრ ალუბლის ჩირი
  • 3 ს.კ. ნაღები
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ც ლიმონი
  • 2 ს.კ. კონიაკი
  • ნუშის ფანტელები გემოვნებით
  • საფანელი გემოვნებით

მომზადება

1. განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. გული ათქვიფეთ შაქართან.

2. დაადნეთ ორთქლზე კარაქი, დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.

3. დაუმატეთ კარაქს ჯერ გული, შემდეგ ცილა. მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი, ნაღები, შტოში, ალუბალი, ნუშის ფანტელი და მოზილეთ რბილი ცომი.

4. დაუმატეთ ცომს კონიაკი, 1 ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით.

5. პასკის ფორმებს კარგად წაუსვით კარაქი, მოაყარეთ საფანელი, ჩაასხით ცომი 2/3-ზე.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

შეგიძლიათ მზა პასკებს წაუსვათ ცილის კრემი, მინანქარი ან მოაყაროთ შაქრის პუდრი. შტოში და ალუბალი ჩაანაცვლოთ ქიშმიშით და გარგრის ჩირით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!