პარმეზანის დამზადების სპეციფიკა და პასტის უგემრიელესი რეცეპტი

მაგარ ყველებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით პარმეზანი სარგებლობს. ის სპეციფიური ტექნოლოგიით მზადდება. ძროხას სპეციალური ბალახით კვებავენ რომელიც რძეში საღებავ ფერმენტებს არ გამოყოფენ. შემდეგ ყველს სამ ინგრედიენტს უმატებენ: მაჭიკის ფერმენტს, მარილსა და წინა დღით დამზადებული ყველის შრატს. მეორე ეტაპზე ყველს პრესის ქვეშ ანთავსებენ, მესამე ეტაპზე კი მას მარილიან წყალში დებენ 3 კვირით. ამგვარად პარმეზანს ქერქი უჩნდება. პარმეზანი თანაბარ ნაჭრებად არ იჭრება, ის მტვრევადია, მას ან ტეხავენ ან სახეხზე ხეხავნ.

პარმეზანი სხვა ყველთან შედარებით იაფია, ის სანელებელი უფროა ვიდრე ყველი. აუმჯობესებს ნებისმიერი კერძის გემოს, სეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიასთან, რიზოტოსთან, კრემ-სუპთან, სალათებსა და გამომცხვარ ბოსტნეულთან ერთად.

ინგრედიენტები

  • 270 გრამი სპაგეტი
  • 4 ცალი პომიდორი
  • 20 გრამი პარმეზანი
  • 2 სუფრის კოვზი
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მეოთხედი ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. მარილიან წყალში სპაგეტი მოხარშეთ. გადაასხით წყალი, ქვაბში დაახლოებით 50 მილიგრამი წყალი დატოვეთ.

2. პომიდორის კანი ოდნავ ჩაჭერით და 1 წუთით მდუღარეში მოათავსეთ, შემდეგ კანი მოაცალეთ და კუბებად დაჭერით.

3. ცხელ, ღრმა ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოათავსეთ დაჭრილი პომიდორი. შეაზავეთ მარილითა და წიწაკით და 1 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე მოამზადეთ.

4. ტაფაზე მაკარონი დადევით და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

5. დაუმატეთ სანლებელები: მუსკატის კაკალი, წითელი წიწაკა და წვრილ სახეხზე გახეხილი პარმეზანი.

კერძი მზად არის! გემრიელად მიირთვით!