პაპარდელე შემწვარი ძეხვით – მარტივი და გემრიელი კერძი

1854

პაპარდელე – მაკარონის, იმავე პასტას სახეობაა, თხელი ცომის  გრძელი, ლენტის მსგავსი შედარებით ფართო ნაჭრები. მისგან მომზადებული კერძი უგემრიელესი გამოდის.

საჭირო მასალა: 

  • 500 გ პასტა პაპარდელე
  • 250 გ თხლად დაჭრილი ცხარე ძეხვი
  • 3-4 ცალი დაჭყლეტილი პამიდორი
  • 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
  • 1/2 ჭიქა (60 გ ) გახეხილი ყველი პარმეზანი

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში  ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ პასტა. დიდ ტაფაზე შეწვით ძეხვი საშუალო ცეცხლზე 5 წუთის  განმავლობაში, ვიდრე  დაიბრაწება. დაუმატეთ დაჭყლეტილი პამიდორი  და დატოვეთ  ცეცხლზე 4-5 წუთით, დარბილებამდე.
  2. მზა პასტას დაუმატეთ ტაფაზე შემწვარი ძეხვი, მოაყარეთ ოხრახუში და გახეხილი ყველი.