ოსური ხაბიზგინა – ის, რისი გამოცხობაც არასოდეს მომბეზრდება!

3579

ხაბიზგინა უგემრიელესი, ცნობილი ოსური ხაჭაპურია. ის ტრადიციული ხაჭაპურისგან იმით განსხვავდება, რომ შიგთავსად ყველთან ერთად მოხარშულ კარტოფილს, ხახვს და ნიორს ამატებენ.

ინგრედიენტები:

ცომი

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი 

  • 600 გ გახეხილი ყველი
  • 400 გ მოხარშული კარტოფილი
  • 1 პატარა თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცომის მომზადება. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
  2. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  3. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  4. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  5. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  7. როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
  8. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  9. გულსართი. ხახვი მოშუშეთ ზეთში.
  10. მოხარშული და გახეხილი ყველი, შეანელეთ მარილითა და პილპილით.
  11. როდესაც ცომი გაფუვდება, 300-გრამიან გუნდებად დაყავით.
  12. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
  13. თითოეულ ფენაზე მოათავსეთ 300 გ კარტოფილისა და ყველის გულსართი და პირი მოუკარით.
  14. ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ.
  15. მოათავსეთ საცხობ ფურცელზე და გახურებულ ღუმელში 20 წუთი აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!