ორცხობილა ლიმონით

2549

ლიმონის ორცხობილა მისი მოტკბო და მომჟავო გემოს მეშვეობით ყველას თავს აწონებს. სამწუხაროდ ყველას ნამცხვრების მოსამზადებლად საჭირო დრო არ აქვს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ამ უმარტივეს ციტრუსოვან დესერტს.

ამ დესერტის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ არც ღუმელი და არც ტაფა, მაგრამ ის მაინც იდეალური დესერტია. ამ ფუშფუშა ბალიშების დიდი რაოდენობით მომზადებაც არ წარმოადგენს სირთულეს, ეს საოცარი დესერტი სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ თვისებებს. მას ამზადებენ ლიმონის წვენითაც (მეტი სიმჟავისთვის) და მის გარეშეც, მაგრამ ჩვენ მხარს პირველ ვარიანტს ვუჭერთ.

ინგრედიენტები

  • კარაქი 80გ
  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ ლიმონიდან ნახევარი წვენი. კვერცხი ათქვიფეთ წვენთან და შაქართან, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, დარბილებული კარაქი და ისევ კარგად ათქვიფეთ.
  2. გაცრილი ფქვილის და გამაფხვიერებელს დაუმატეთ ლიმონის ქერქი, მიღებული შეურიეთ თხელ მასას. მოზილეთ ელასტიური ცომი და გაყავით 3-4 ნაწილად, რათა მარტივად გააბრტყელოთ.
  3. ცომის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0,5სმ. თუ ცომის ფირფიტას თხლად გააბრტყელებთ, ბალიშები გამოვა თხელი და შიგთავსით სავსე. ცომი დაჭერით კვადრატებად.
  4. ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი ისე, რომ მისი ზედაპირი 2მმ დაფაროს. შეწვიტ ცომის ბალიშები ორივე მხრიდან მატ გაწითლებამდე. შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. მზად არის!

თუ მომჟავო გემო არ მოგწონთ შეგიძლიათ ლიმონის წვენი შეცვალოთ დიდი რაოდენობა არაჟნით. ამ რეცეპტში მოცემული ინგრედიენტებით თქვენ 2ლ ქვაბს გაავსებთ ამ გემრიელი ბალიშებით. გახსოვდეთ, რომ ლიმონის მხოლოდ ყვითელი ქერქი უნდა გახეხოთ, ხოლო თეთრის გახეხვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ არასასიამოვნო გემოს.