ორი გემო ერთში: ყველაზე გემრიელი დესერტი

866

ამ დესერტის მომზადება მართლაც უმარტივესი საქმეა.

ეს ჯერ თქვენ არ გაგისინჯავთ! უბრალოდ წარმოიდგინეთ: თხელი ფხვიერი ძირი და ორი ძალიან გემრიელი და განსხვავებული ხაჭოს ფენა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს მინანქარი.

ხაჭოს ფირფიტები გამოდის უნაზესი, როგორც სუფლე.

ინგრედიენტები

  • კარაქი 80გ
  • ფქვილი 140გ
  • შაქრის ფხვნილი 30-40გ
  • არაჟანი 20% 50გ
  • ლიმონი 0,5 ცალი

შიგთავსისთვის

  • კვერცხი 4 ცალი
  • ხაჭო 800გ
  • ყაყაჩო 30გ
  • ვანილი 10გ
  • სახამებელი (კარტოფილის ან სიმინდის) 35გ
  • შსაქარი 170გ
  • ფორთოხალი 0,5 ცალი

მინანქრისთვის

  • კარაქი 40გ
  • შავი შოკოლადი 80გ

მომზადება

  1. მოვამზადოთ ინგრედიენტები ფხვიერი ფირფიტისთვის: გაცერით ფქვილი, გახეხეთ ლიმონის ქერქი, დაჭერით კარაქი.
  2. კარაქს დაუმატეთ ფქვილი, შაქრის ფხვნილი, ლიმონის ქერქი და კარგად მოურიეთ.
  3. დაუმატეთ არაჟანი და მოზილეთ ფხვიერი ცომი.
  4. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. მასში მოათავსეთ ცომი და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
  5. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.
  6. მოვამზადოთ შიგთავსი: გამოწურეთ ხაჭო. უმჯობესია გამოიყენოთ ცხიმიანი ხაჭო. თუ თქვენ იყენებთ უცხიმოს, მაშინ შიგთავსს დაუმატეთ 50-70გ კარაქი.
  7. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, დააბლენდერეთ.
  8. დაუმატეთ კვერცხი და განაგრძეთ თქვეფა – მასა უნდა გახდეს სრიალა, კრემისებური. ბოლოს დაუმატეთ სახამებელი.
  9. ცალკე გახეხეთ ფორთოხლის ქერქი.
  10. ხაჭოს მასა გაყავით ორ ნაწილად. პირველ ნაწილს დაუმატეთ 30გ მშრალი ყაყაჩო.
  11. მეორე ნაწილს დაუმატეთ ფორთოხლის ქერქი. ყაყაჩოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დაქუცმაცებული ნიგოზი ან გამომშრალი ხილი.
  12. ფხვიერ ფირფიტას მოასხით ყაყაჩოიანი შიგთავსი.
  13. ზემოდან კი ფრთხილად გადაანაწილეთ ფორთოხლის ქერქიანი შიგთავსი.
  14. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 45-50 წუთი, შემდეგ გათიშეთ ღუმელი, გამოაღეთ კარი და დატოვეთ 15 წუთი.
  15. მოვამზადოთ მინანქარი: შავი შოკოლადი და კარაქი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
  16. ოდნავ თბილი მინანქარი მოასხით გაგრილებულ დესერტს.
  17. მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!