ორიგინალური კიტრის მწნილი კორეული რეცეპტით

გაზაფხულიდან ხრაშუნა, არომატული და სასარგებლო კიტრის სეზონი იწყება. მისგან ამზადებენ ახალ სალათს, ცივ ბორშს და სხვადასხვა მწნილსა და კონსერვს. კორეული რეცეპტით მომზადებული კიტრი უკვე 2 საათში შეგიძლიათ მიირთვათ. ის წასახემსებლად შესანიშნავად გამოგადგებათ, განსაკუთრებით ბუნებაში არომატულ მწვადებთან მისაყოლებლად.

აუცილებელი ინგრედიენტები მოსამზადებლად:

  • ნახევარი კილო კიტრი
  • 1 სტაფილო
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 50 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ს/კ 9%-იანი ძმარი
  • 1 ს/კ პაპრიკა
  • ზღვის მარილი და შავი წიწაკა თქვენი გემოვნებით

მომზადების ეტაპობრივი პროცესი:

  1. კიტრი გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით, ზოლებად დაჭერით და თასში მოათავსეთ.
  2. ხახვი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და კიტრს დაუმატეთ.
  3. სტაფილო გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გახეხეთ და ბოსტნეულს დაუმატეთ.
  4. ნიორი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
  5. ზეთი შეათბეთ, მასში პაპრიკა დაამატეთ და სალათს მოასხით.
  6. ძმარი, სოიოს სოუსი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  7. კიტრს საკვები ცელოფანი დააფარეთ და 2 საათით დაამწნილეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ