ნუშის დაკუაზი გარგარის გულსართით – გამომცხვარი ბეზე ასეთი გემრიელი არასოდეს ყოფილა

1508

დაკუაზი არის წმინდად დაფქულ თხილეულთან ერთად გამომცხვარი ბეზე. მრავალფეროვნებისთვის დაკონსერვებული გარგარი შეცვალეთ 2 ფინჯანი (30 გ) ჟოლოთი, დაჭრილი მარწყვით ან 1/2 ფინჯანი (125 გ) მარაკუიას გაწურული რბილობით.

ინგრედიენტები:

ბეზე: 

  • 6 დიდი კვერცხის ცილა
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 300 გ შაქარი
  • 225 გ წმინდად დაფქული ნუში
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი

კრემი: 

  • 5 დიდი კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 125 მლ რძე
  • 1 ფინჯანი (250 გ) კარაქი, დარბილებული და კუბებად დაჭრილი
  • 1 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
  • 450 გ შუა-შუა გაჭრილი გარგარი, დაკონსერვებული, გადაწურული
  • 100 გ ნუშის ფანტელი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი +  1 საათი გასაგრილებლად და გასაცივებლად

ცხობა: 1 საათი და 30 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ბეზე: გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე.
  2. ორ საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და  მონიშნეთ სამი ცალი 23 სმ დიამეტრის წრე. ქაღალდი გადააბრუნეთ.
  3. მიქსერით, საშუალო სიჩქარით ათვიფეთ ცილა და მარილი, სანამ ქაფი არ წარმოიქმნება. მაღალი სიჩქარით თანდათან დაუმატეთ შაქარი, თქვიფეთ გამკვრივებამდე. დაუმატეთ ნუში, სიმინდის სახამებელი და ხის ნიჩბით ფრთხილად ამოურიეთ.
  4. ბეზე ჩადეთ საკონდიტრო ტომსიკაში და 1 სმ დიამეტრის  თავაკით სპირალის ფორმით დასვით ქაღალდზე ისე, რომ მონიშნული წრეები შეივსოს.
  5. აცხვეთ 80-90 წუთი, სანამ ხრაშუნა არ გახდება. ბეზეს დისკები 10 წუთი ნახევრად ღია ქურაში გააცივეთ. გადაიტანეთ ხის დაფაზე. ფრთხილად შემოაცალეთ ქაღალდი და გააგრილეთ, დაახლოებით 50 წუთი.
  6. კრემი: დიდ ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი.
  7. დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე აადუღეთ რძე და ნელა შეათქვიფეთ გოგლიმოგს. გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. ურიეთ განუწყვეტლივ. თანდათან შეურიეთ კარაქი და ნუშის ექსტრაქტი. გადაიტანეთ ჯამში. ჯამს გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი და სულ ცოტა, 1 საათი მაინც მაცივარში გააცივეთ.
  8. 3-4 გარგარი მოსართავად გადაინახეთ, დანარჩენი მსხვილად დაკეპეთ.
  9. ბეზეს ფირფიტა თეფშზე მოათავსეთ და კრემის ერთი მესამედი წაუსვით, დაადეთ ბეზეს მეორე ფირფიტა და კრემი გადაუსვით. მერე მესამე ფირფიტა დაადეთ, დარჩენილი კრემი წაუსვით, მოაყარეთ ნუში და გადანახული გარგარით მორთეთ. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!