ნოყიერი ჟულიენი ქათმის ხორცისა და სოკოსგან ნაზ სოუსში: 30 წუთში მზადაა

2829

თუ ვინმე მკითხავს, მობრაწულასა და ღვეზელის რამდენი რეცეპტი ვიცი, ვერც კი მოვთვლი. ეს კერძები განსაკუთრებული პოპულარობით იმიტომ სარგებლობს, რომ მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება და ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.

ვარიანტები რა თქმა უნდა ბევრია, მაგრამ ჩემს საყვარელ მობრაწულას მუდამ ქათმის ხორცით, სოკოთი და კარტოფილით ვამზადებ. კერძი საოცრად არომატული, წვნიანი და გემრიელი გამოდის, თანაც მთელი ოჯახისთვის საკმარისი.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის ფილე
  • 12 ც ქამა სოკო
  • 6 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 100 მლ რძე
  • 300 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ხახვი და ქამა სოკო დაჭერით ნახევარრგოლებად, ფილე  კუბებად, კარტოფილი თხელ ნაჭრებად.

2. ღრმა ტაფაზე დაასხით ზეთი და ჯერ სოკო შეწვით, როცა წვენს გამოუშვებს, დაამატეთ ხახვი, მოამზადეთ 10-15 წთ განმავლობაში, დაუმატეთ მარილი, პილპილი და გამორთეთ გაზქურა.

3. ცალკე ტაფაში შეწვით ხორცი, დაუმატეთ მარილი, პილპილი. მზა შემადგენლობა მოათავსეთ საცხობ ფორმაში.

4. შეურიეთ ფქვილი, არაჟანი, ნაღები და რძე. ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ და მოხარშეთ 3 წთ განმავლობაში სანამ მასა არ შესქელდება.

5. მოასხით სოუსი კერძს, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.

სურვილისამებრ ქათმის ხორცი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი სხვა ხორცით, სოუსში დაამატოთ საყვარელი სუნელები. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!