ნოყიერი დრანიკები: თავბრუსდამხვევი მობრაწული ქერქი და წვნიანი შიგთავსი

1145

დრანიკები უკვე თავისთავად სრულფასოვანი უგემრიელესი კერძია. საკმარისია, დაუმატოთ ცოტაოდენი არაჟანი და მეფური საჭმელიც მზადაა! ჩვენ გვეგონა, რომ კლასიკურ რეცეპტს არაფერი აჯობებს, მაგრამ თურმე ვცდებოდით.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ დრანიკების რეცეპტს, რომლის გემოთა ნაზავი მართლაც თავბრუსდამხვევია. შეგიძლიათ მოამზადოთ სადღესასწაულოდ ან ასიამოვნოთ ოჯახის წევრებს ვახშამზე. სცადეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს არაჩვეულებრივი კერძი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ქათმის ფილე
  • 2 ც ხახვი
  • 250 გრ ქამა სოკო
  • არაჟანი გემოვნებით
  • 1,2 კგ კარტოფილი
  • 1 ც სტაფილო
  • 120 გრ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, გარეცხეთ სოკო და ქათმის ფილე, დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. მოთუშეთ ხახვი.
  2. დაუმატეთ ხორცი და მობრაწეთ. დაუმატეთ სოკო, მარილი, პილპილი. როდესაც შიგთავსი მომზადდება, დაუმატეთ 2 ს.კ. არაჟანი, მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან.
  3. გათალეთ და გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო, მოაცილეთ ზედმეტი სითხე, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი.
  4. გახურებუულ ტაფაზე დაასხით ზეთი, კოვზით მოათავსეთ 3 ს.კ. ცომი, გაათანაბრეთ და შეწვით ორივე მხრიდან.
  5. დააფინეთ თეფშზე ქაღალდის ხელსახოცი, მოათავსეთ მზა დრანიკი, შეწვით დანარჩენი ცომი და დაალაგეთ ერთმანეთზე.
  6. ერთ დრანიკს წაუსვით ქათმისა და სოკოს შიგთავსი, დაადეთ მეორე დრანიკი.
  7. დააფინეთ საცხობ ფორმას ფოლგა. მოათავსეთ შიგთავსიანი დრანიკები, წაუსვით არაჯანი, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

მიირთვით მზა ცხელი დრანიკები არაჟანთან ან არომატულ სოკოს სოუსთან. აუცილებლად სცადეთ მომზადება და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!