ნიგვზის ტორტი ფქვილის გარეშე

1989

ყველაზე გემრიელი ტორტი – ის არის, რომლის მომზადებაზეც მინიმუალურ დროს დახარჯავთ. ამ ტორტის დევიზია “აქ და ახლა” – დღეს ჩვენ მისი მომზადების უმარტივეს მეთოდს გაგიზიარებთ.

მთელ პროცესზე 10 წუთი დაგეხარჯებათ: 3 წუთი ცომზე, 5 ცხობა და რამდენიმე წუთი გაფორმებაზე. მის მოსამზადებლა სულაც არ გჭირდებატ ფქვილი, მის როლს აქ ნიგოზი ასრულებს. კრემი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ამოირჩიოთ, მაგრამ ყველაზე მარტივი ვარიანტია ტკბილი ნაღების წასმა. ჩვენ ავირჩიეთ მზა შედედებული რძე.

ინგრეიდნეტები

  • ნიგოზი 200გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 80გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • შედედებული რძე 250გ
  • არაჟანი 3 სუფრი კოვზი

მომზადება

1.გასუფთავებული ნიგოზი მოხალეთ მშრალ ტაფაზე. შემდეგ დააბლენდერეთ.

2.კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად ერთგვაროვნებამდე. დაუმატეთ ნიგოზი, გამაფხვიერებელი და ისევ კარგად ათქვიფეთ. საბოლოოდ თქვნ უნდა მიიღოთ თხევადი ნიგვზის ცომი.

3.ცომი მოათსვეთ ღრმა ფორმაში, რომელიც აუცლიებლად უნდა დაამუშაოთ ზეთით და გამოაცხვეთ მიკროტალღურში მარალ ტემპერატურაზე 5 წუთი. ამავდროულად მოამზადეთ კრემი: აურიეთ შედედებული რძე (შეგიძლიათ მოხარშულიც) არაჟანს.

4.მზა კორჟი გაჭერით ძაფთ ან სპეციალური დანით 3-4 ნაწილად. ააწყვეთ ტორტი. ზემოდანაც წაუსვით კრემი და მოაყარეთ ნიგოზი. მზად არის!

ეს ტორტი ძალიან მოწონებათ დიეტაზე მყოფ ადამიანებს, რადგან კრემად იოგურტის გამოყენებაც შეგიძლიათ, ასევე ძალიან კარგია მათთვის ვისაც გლუტენის მიუღებლობა აწუხებს. გემრიელად მიირთვით!