ნახეთ რა მარტივი მოსამზადებელია შაურმა სახლის პირობებში

1914

დღევამდელი კერძი – შაურმის სახლის პირობებში მომზადება არ არის რთული.

ეს კერძი ძალიან პოპულარულია და ხშირად გვხვდება სუფრებზე.

სწრაფი კვების ინდუსტრიის ძალიან პოპულარული კერძია შაურმა.

მოდით მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • ქათმის ხორცი 500გ
  • ნატურალური იოგურტი არატკბილი 1 შეკვრა
  • კიტრი 1 ცალი
  • პომიდორი 2-3 ცალი
  • ლავაში 4 ფირფიტა
  • წითელი ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ოხრახუში
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ნახევარი ლიომნი
  • მარილი გემოვნებით
  • კურკუმა, პაპრიკა, ზირა, შავი წიწაკა
  • დაფქული კაკალი ქინძი

მომზადება

თავდაპირველად, მოამზადეთ სანელებლები.

მოხარშეთ ხორცი, გააგრილეთ და მოაშორეთ ზვლები. მე ვიყენებ ბარკლებს.

ამის შემდეგ ხორცი უნდა მოათავსოთ მარინადში: ზეითუნის ზეთი, ნიორი, კურკუმა, პაპრიკა, შავი წიწაკა და ზირი. დაამარინადეთ 1 საათი.

ტაფაზე შეწვით ქათმის ხორცი. მთავარია არ გამოაშროთ.

მოვამზადოთ სოუსი. ჯამში მოათავსეთ იოგურტი, კაკალი ქინძი, სავი წიწაკა და დაფქული ნიორი. გამოწურეთ ნიორი და მოასხით იოგურტის მასას. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შემდეგი ეტაპი, ავიღოთ ლავაში, გაშალეთ ოთხი ფირფიტა და გადაანაწილეთ ინგრედიენტები.

ფინალური ეტაპი. ბოსტნეულზე მოათავსეთ ხორცი და მოასხით სოუსი.

დაახვიეთ ლავაში, მოათავსეთ ტაფაზე, ოდნავ დაბრაწეთ და მიირთვით.