ნამცხვარი “წითელი ხავერდი” – სამხრეთ ამერიკაში ეს დესერტი დღესაც პოპულარულია

2183

ეს ნამცხვარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში შეიქმნა, თუმცა პოპულარული 1920 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის ცნობილ სასტუმრო “ვალდორფ-ასტორიაში” დაიწყეს მისი მომზადება. თუმცა ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი დღესაც არ კარგავს თავის პოპულარულობას, სწორედ ამიტომაც გთავაზობთ მის რეცეპტს.

ინგრედიენტები :

ბისკვიტი

  • 3 ჭიქა (450 გ) ფქვილი
  • 1/2 ჭიქა (75 გ) უშაქრო კაკაოს ფხვნილი
  • 1 ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ½ ჩ/კ სოდა
  • 1 ჭიქა მარილიანი კარაქი (დარბილებული)
  • 2 ¼ (450 გ) უმაღლესი ხარისხის ყავისფერი შაქარი
  • 3 ს/კ საკვები საღებავი (წითელი)
  • 2 ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 3 კვერცხი
  • 430 მლ რძე

მინანქარი 

  • 650 გ ნაღების ყველი (დარბილებული)
  • 300 გ მარილიანი კარაქი ( დარბილებული)
  • 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 7 ჭიქა (1 კგ) შაქრის პუდრი

ულუფა: 12

მომზადება: 1 საათი + 2 საათი გასაცივებლად

ცხობა: 40-45 წუთი

მომზადების წესი: 

  1. ბისკვიტი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ტორტის ორ საცხობ ფორმას (23 სმ) ცხიმი მოუსვით, ფქვილი მოაყარეთ და ისე შეარხიეთ, რომ ფქვილი ფსკერსა და კედლებს  თანაბრად მოედოს.
  2. ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, გამაფხვიერებელი და სოდა ჯამში მოათავსეთ.
  3. კარაქი, ყავისფერი შაქარი, საკონდიტრო საღებავი და ვანილი ათქვიფეთ კრემისებური, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხები და კვლავ ათქვიფეთ. თანდათან ფქვილის ნარევი და რძე დაამატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
  4. ცომი ფორმებში კოვზით  გადაიტანეთ.
  5. აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.
  6. ბისკვიტი 15 წუთით ფორმაში გააცივეთ, შემდეგ ცხაურზე გადმოიტანეთ და სრულად გააცივეთ.
  7. მინანქარი. ნაღები, კარაქი და ვანილი ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. თანდათანობით დაამატეთ ყავისფერი შაქარი.
  8. ბისკვიტის ერთი ფენა შუაზე გაჭერით. ერთი ნაწილი ჯამში დაანამცეცეთ.
  9. ბისკვიტის ერთი ფენა თეფშზე დადეთ და მინანქრის 3/4 ჭიქა მოასხით. დაადეთ მეორე ფენა და ისევ მინანქარი მოასხით. ბოლოს უკანასკნელი ფენა დააფარეთ.
  10. ნამცხვრის ზედა ნაწილი და გვერდები მინანქრით დაფარეთ და გააფორმეთ ბისკვიტის ნაფხვენით სურვილისამებრ.
  11. მირთმევამდე 2 საათით გააცივეთ.