ნამცხვარი ორცხობილებისაგან! საოცრად გემრიელი და მსუყე რეცეპტი

1915

ეს არის ერთადერთი დესერტი, რომლის მომზადებაც მე დამოუკიდებლად შენს გარეშე შემიძლია!- მითხრა ქმარმა და წავიდა სამზარეულოში. მართლაც ამ საოცარი დესერტის მოსამზადებლად, თქვნ დაგჭირდებათ მინიმალური დრო და ძალიან უბრალო ინგრედიენტები. გემო ტკბილ ბავშვობას გაგახსენებთ. ეს ყველაფერი საოცრად გემრიელ ნამცხვარზეა “კარტოფილი” ნათქვამი.

დღეს ჩვენი რედაქცია, ერთგულ მკითხველს გაუზიარებს საოცარი ნამცხვრის მომზადების რეცეპტს. ეს რეცეპტი გასწავლით უგემრიელესი ნამცხვრის “კარტოფილი” მომზადებას. სცადეთ და ისიამოვნეთ!

ნამცხვარი “კარტოფილი”

ინგრედიენტები

  • 150გ ორცხობილა (გამომშრალი ორცხობილა ან ბისკვიტი)
  • 30გ შაქრის ფხვნილი
  • 1-3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 70გ რძე
  • 50გ კარაქი
  • 30გ თხილი
  • 2გ ვანილი

მომზადება

1.ბლენდერის მეშვეობით ორცხობილა დაფხვენით წვრილად. ორცხობილის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამომშრალი ბისკვიტი ან გამომშრალი ორცხობილა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ აირჩევთ გამომშრალ ორცხბილას, მაშინ შაქრის ფხვნილი აიღეთ 30გ ნაცვლად 70გ. დააბლენდერეთ თხილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ნიგოზი.

2.ღრმა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ორცხობილა, კაკაო და შაქრის ფხვნილი , დასარბილებლად დაუმატეთ კარაქი და თხილი. კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტებმა კარგად შეიწოვოს კარაქი.

3.ცომის მასას დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რძე და ვანილი. მოზილეთ ცომი, ის უნდა იყოს ერთგვაროვანი და მდგრადი.

4.მიღებული მასისაგან შექმენით რგოლები. მათი ზომა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

5.მიღებული რგოლები მოათავსეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. მისი შენახვა მაცივარში დიდხანს შეგიძლიათ, მაგრამ მერწმუნეთ ვერ გაუძლებთ ცდუნებას ამ საოცრად გემრიელი ბურთულების წინაშე.

6.სუფრასთან მირთმევამდე ტკბილი ბურთულები დაფარეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

თხელი ცომითა და კრემით ეს ტკბილეული ძალიან გავს ნამცხვარ “ნაპოლეონს”. ამ ნამცხვრის მომზადება გამოუცდელ დიასახლისებსაც გაუმარტივდებათ , რადგან ეს რეცეპტი უმარტივესია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, სკოლის სასადილოების წარმოდგენა ამ დესერტის გარეშე შეუძლებელი იყო. ამ რეცეპტის მეშვეობით თქვენ მარტივად მოამზადებთ ამ ნამცხვარს სახლის პირობებში, უმარტივესი ინგრედიენტებით და რაც მთავარია მინიმალურ დროში.