ნამცხვარი “კოლიბრი” – ტროპიკებისა და სიტკბოს სიმბოლო

1754

ამ თანამედროვე, კლასიკური ნამცხვრის რეცეპტი პირველად ჟურნალ “Sautern Living“-ის 1978 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. რეცეპტის ავტორი ქალბატონი უიგინსი იყო, სამხრეთ კაროლინიდან. ნამცხვრის ეგზოტიკური სახელის ისტორია არავინ იცის, მაგრამ ფიქრობენ, რომ იგი ტროპიკებისა და სიტკბოს სიმბოლოა.

ინგრედიენტები: 

ბისკვიტისთვის: 

  • 225 გ თეთრი ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ½ ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 200 გ მუქი ყავისფერი შაქარი
  • 120 მლ  ზეთი
  • 2 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 1 ½ ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 450 გ ანანასი დაჭრილი, გაწურული
  • 200 გ ბანანის პიურე
  • 60 გ ქოქოსის კაკლის ბურბუშელა
  • 60 გ პეკანის კაკალი, მსხვილად დაჭრილი

მინანქრისთვის: 

  • 180 გ ნაღების ყველი, დარბილებული
  • 90 გ კარაქი მარილიანი, დარბილებული
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 375 გ შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. ნამცხვრის მრგვალ ფორმას (23 სმ), რომელსაც გვერდი ეხსნება  მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის  ქაღალდი დაუფინეთ.
  2. ჯამში ფქვილი, სოდა და დარიჩინი მოათავსეთ.
  3. ყავისფერი შაქარი, კვერცხები, ზეთი და ვანილი მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანმიმდევრობით დაუმატეთ ანანასი, ბანანი და ქოქოსის კაკლის ბურბუშელა. 60 გ პეკანის კაკალი კი ხელით შეურიეთ. ფრთხილად შეაზილეთ ფქვილი. მომზადებული ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ.
  4. აცხვეთ 40-50 წუთი. ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ნამცხვარი მზად არის. 20 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდებამ ცხაურზე გადააბრუნეთ, ფრთხილად მოაცილეთ ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ.
  5. მინანქარი: ათქვიფეთ ნაღების ყველი, კარაქი და ვანილი. მიიღებთ თეთრ და კრემისებურ მასას. თანდათან დაუმატეთ შაქრის პუდრი.
  6. ნამცხვარს თავსა და გვერდებზე მინანქარი წაუსვით. მორთეთ პეკანის კაკალით. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.