ნამცხვარი ზებრა კეფირზე: კლასიკური რეცეპტი

2572

ამ რეცეპტმა გაუძლო დროის გამოცდას და მოვიდა დღემდე.

ეს ნამცხვრი გამოდის ძალიან გემრიელი, ნაზი და არომატული.

ნამცხვარი ზებრა: კარგად ნაცნობი საყვარელი კლასიკაა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია.

ამ ნამცხვრის ბევრი ალტერნატივა არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი მაიც ყველაზე გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 190გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარაქი 100გ
  • სოდა 2/3 ჩაის კოვზი
  • კეფირი 220მლ
  • კაკაო 10გ
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • მწიკვი მარილი

ფორმის დიამეტრი 20სმ

მომზადება

  1. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  2. ღრმა ჯამში მოათვსეთ შაქარი, ვანილი, მარილი და კარაქი.
  3. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვნებამდე. სწრაფ სიჩქარეზე თქვიფეთ 4-5 წუთი.
  4. როცა მასა ამოფუვდება თითო-თითოდ დაუმატეტ კვერცხი და გააგრძელეთ თქვეფა.
  5. ფქვილს დაუმატეთ სოდა, ნელ-ენლა დაუმატეთ მტავარ მასას.
  6. დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ მასა.
  7. თქვეფის პროცესში ნელ-ნელა მოასხით კეფირი.
  8. ცომი უნდა გამოგივიდეთ არაჟნის კონსესტენციის.
  9. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთ-ერთს დაუმატეთ გაცრილი კაკაო.
  10. მუქი ფერის ცომი ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე.
  11. თქვენ გამოგივათ ორი ფერის ცომი.
  12. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
  13. ჯერ მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი მუქი ცომი (აუცილებელია ფორმის ცენტრში), ხოლო შემდეგ ღია. ამმეთოდით გადაიტანეთ ცომი ფორმაში.
  14. როცა ორივე ცომიდან 3-4 სუფრის კოვზი დარჩება, მაშინ გადადით თითო კოვზის პრინციპზე.
  15. ხის წკირის მეშვეობით, შეგიძლიათ ფორმა მისცეთ ნახატს.
  16. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 45-50 წუთი.
  17. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  18. გამოცხობის შემდეგ დაელოდეთ 5 წუთი და სემდეგ გადმოიტანეთ ფორმიდან.

გემრიელად მიირთვით!