ნაზი შოკოალდის ტორტი გარგრით, ცხობის გარეშე

923

ტორტის ფუძეს წარმოადგენს ორცხობილა და მოხარშული კრემი, რათქმაუნდა გარგრის დამატებით.

მეთოდი მარტივი და სწრაფია, ტორტი გამოდის ნაზი, რბილი და გემრიელი.

ინგრედიენტები

  • შოკოლადის ორცხობილა 700გ
  • რძე 1ლ
  • გარგარის ჩირი 150გ
  • შაქარი 180გ
  • ვანილი 1 შეკვრა
  • ხორბლის ფქვიი 80გ
  • სახამებელი 40გ
  • კარაქი 50გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შოკოლადი 40გ

მომზადება

  1. პირველ რიგში, გარგარს მოასხით ცხელი წყალი.
  2. შემდეგ, ქვაბში მოათავსეთ კვერცხი,ვანილი, შაქქარი, სახამებელი და ფქვილი.
  3. დარბილებული გარგარი დააბლენდერეთ.კვერცხის მასას დაუმატეთ დაქუცმაცებული გარგარი.
  4. ძალიან კარგად მოურიეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე.
  5. ქვაბი მოათვსეთ ცეცხლზე და ხარშეთ კრემის შესქელებამდე.
  6. გააგრილეთ მოხარშული კრემი, დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.
  7. დაიწყეთ ტორტის აწყობა. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, პირველ ფენად მოათავსეთ შოკოლადის ორცხობილა.
  8. ზემოდან თანაბრად წაუსვით კრემი. ამ მეთოდით ააწყვეთ ტორტი (მე 7 ფენა ორცხობილა მაქვს).
  9. მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.
  10. ტორტს გარედან წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა. ზემოდან მასხით შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!