ნაზი ტორტი „კრემ-ბრიულე“ – დესერტი, რომელიც პირში დნება

1339

ამ ნაზის ტორტის გემო ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. “კრემ-ბრიულეს” მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ კაკაო
  • ½ ჩ/კ ძმარ დაწვეთებული სოდა

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 200 გრ რბილი კარაქი
  • 2 ს/კ კაკაო

როგორ მოვამზადოთ ტორტი „კრემ-ბრიულე“:

ბისკვიტი:

  1. შაქარი და დარბილებული კარაქი აურიეთ, არაჟანი, სოდა და ფქვილი დაუმატეთ და ბისკვიტის ცომი მოზილეთ.
  2. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს კაკაო დაუმატეთ.
  3. მთელი ცომი 6 ნაწილად გაყავით და გააბრტყელეთ (3 თეთრი და 3 შოკოლადის ბისკვიტის ფენა). ბისკვიტის თითოეული ფენა მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით აცხვეთ.

კრემი:

  1. კაკაოს და კარაქის გარდა ყველაფერი აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. გასქელებამდე მუდმივად მოურიეთ. შემდეგ კრემი გააგრილეთ. დარბილებული კარაქი და კაკაო ათქვიფეთ.
  2. ათქვეფა გააგრძელეთ და თანდათანობით მოხარშული კრემი დაუმატეთ.
  3. ბისკვიტის ფენებს და ტორტის გვერდებს კრემი სურვილის მიხედვით წაუსვით. ღამით მაცივარში გააჩერეთ!

გემრიელად მიირთვით!