ნაზი ვაშლის პეროგი 20 წუთში: ჩემი სათადარიგო რეცეპტი

5142

ყოველ დიასახლისს აქვს არსენალში პეროგის სათადარიგო რეცეპტი, რომლის მომზადებაც სახელდახელოდ შეიძლება, როცა სტუმრები უცაბედად მოგადგნენ კარს. ზოგისთვის ეს გახლავთ შარლოტკა, ზოგისთვის – პეროგი მურაბით.

„გასტრონომია“ გთავაზობთ კიდევ ერთი სწრაფად მოსამზადებელი პეროგის რეცეპტს. დესერტი ძალიან მარტივად მოსამზადებელი და ამავდროულად ეფექტური და გემრიელია. აუცილებლად ჩაინიშნეთ და გამოიყენეთ პრაქტიკაზე.

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 150 გრ კარაქი
  •  მლ კეფირი
  • 3 ვაშლი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1-2 ს.კ. ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დიდ თასში შეურიეთ შაქარი, კარაქი, კვერცხი, კეფილი, მარილი. დაამატეთ ძმარში გახსნილი სოდა, მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  2. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ცომი და გააბრტყელეთ თანაბრად.
  3. გარეცხეთ ვაშლი, გაუთლელად დაჭერით და მოათავსეთ ცომზე.
  4. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

ეს არომატული ვაშლის პეროგი გაგილამაზებთ ზამთრის ცივ საღამოებს. გაახარეთ შინაურები და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!