ნაზი და ფაფუკი ფუნთუშები ხრაშუნა ქერქით

1918

საფუარის ცომისგან გამომცხვარი ჩვეულებრივი ფუნთუშებით დღეს ვერავის გააკვირვებ. მაგრამ ერთ საინტერესო ინგრედიენტს თუ დაამატებთ, ბანალური ცომეული სულ სხვა იერსახეს მიიღებს. ეს გახლავთ ბრინჯის ცომი, ცხობისას ის დასკდება და საუცხოო პრინტს მიიღებს.

შიგნიდან ფუნთუშები რბილი და ფაფუკი რომ გამოვიდეს, საბაზისო ცომს ხორბლის ფქვილისგან მოვამზადებთ. ბრინჯის ცომი ზემოდან უნდა წაუსვათ უშუალოდ ცხობის წინ. დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თავად სცადეთ და დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 150 გრ ბრინჯის ფქვილი
  • 400 გრ ხორბლის ფქვილი
  • 200 მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 4 ჩ.კ. საფუარი
  • 30 გრ კარაქი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. მოამზადეთ საბაზისო ცომი: შეურიეთ 2 ს.კ. საფუარი და თბილი რძე, გააჩერეთ 5 წთ.

2. დაუმატეთ კვერცხი, 1 ჩ.კ. მარილი, 300-350 გრ გაცრილი ფქვილი, მოზილეთ წებოვანი ცომი.

3. დაჭერით კარაქი, შეურიეთ ცომს და დადგით 1 საათით.

4. ამოსული ცომი დაყავით 6 ნაწილად, შექმენით ბურთულები და დააფარეთ პირსახოცი 20 წუთით.

5. მოამზადეთ ბრინჯის ცომი: შეურიეთ 2 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. საფუარი, 0,5 ჩ.კ. მარილი და ზეთი. ნელნელა დაუმატეთ ბრინჯის ფქვილი და მოზილეთ არაჟნის კონსისტენციის ცომი. დადგით 15 წუთი.

6. წაუსვით ფუნთუშებს ბრინჯის ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

ხრაშუნა ფუნთუშები მზადაა. მიირთვით ჩაისთან ან თბილ რძესთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!