მხოლოდ 3 ინგრედიენტი და 30 წუთია საჭირო უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად, რომელიც პირში დნება

2161

ეს დესერტი, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. როგორც წესი, ჩვეულებრივი ჩიზქეიქის მოსამზადებლად ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტი გვჭირდება, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი მარტივი რეცეპტი მხოლოდ 3 უბრალო კომპონენტისგან შედგება. ასე მომზადებული ჩიზქეიქი ძალიან ჰაეროვანი, მოცულობითი და არომატული გამოდის, რომელიც პირში მოხვედრისთანავე დნება. თავად ცადეთ და პირობას გაძლევთ, ამ დესერტს კიდევ არაერთხელ მოამზადებთ.

უგემრიელესი ჩიზქეიქი სწრაფად და მარტივად

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 120 გრამი თეთრი შოკოლადი
  • 120 გრამი მდნარი ყველი

მომზადება:

1. კვერცხი მოათავსეთ მაცივარში, რათა კარგად გაცივდეს. განაცალკევეთ გული ცილისგან.

2. გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსამდე.

3. წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი.

4. ურიეთ თეთრ შოკოლადს მუდმივად სრულ გადნობამდე და ერთგვაროვანი ბლანტი კონსისტენციის მიღებამდე.

5. ჩაამატეთ მასში მდნარი ყველი.

6. შოკოლადისა და მდნარი ყველის ნარევში დაამატეთ კვერცხის გულები.

7. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ ცილა და მიღებული ქაფისებრი მასა ჩაამატეთ ნარევში.

8. კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა მოათავსეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც წინასწარ კარგად შეაზელთ მცენარეულ ზეთს.

9. ჩიზქეიქი უფრო მოცულობითი რომ გამოვიდეს, საცხობი ფორმის გარშემო მოასხით დაახლოებით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი და შემდეგ შედგით ღუმელში გამოსაცხობად. მაღალ ტემპერატურაზე, გამოცხობის პროცესსში წყალი დაიწყებს აორთქლებას და შექმნის ტენიან გარემოს, რის შედეგადაც ჩვენი ჩიზქეიქი კიდევ უფრო ჰაეროვანი და მოცულობითი გამოვა.

10. 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით დესერტი გამოსაცხობად დაახლოებით 30 წუთით. როდესაც ღუმელს გამორთავთ, დატოვეთ მასში ჩიზქეიქი კიდევ 15 წუთით.

11. მოაყარეთ მას ზემოდან მცირეოდენი შაქრის პუდრი. რეკომენდებულია 1 ღამით დესერტის დატოვება მაცივარში, რათა მისი კონსისტენცია ოდნავ გამკვირვდეს. გემრიელად მიირთვით!

ეს უგემრიელესი ჩიზქეიქი პირში მოხვედრისთანავე დნება. აუცილებლად ცადეთ ამ მარტივი რეცეპტითა და ინსტრუქციით ძალიან გემრიელი დესერტის მომზადება და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით. აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!