მწყემსების უბრალო ღვეზელი – ხორცისა და გარნირის შესანიშნავი კომბინაცია ერთ კერძში

1133

მწყემსების ღვეზელი წარმოადგენს ხორცისა და კარტოფილის პიურეს მობრაწულას. წარმოშობით ჩრდილოეთ ინგლისიდანაა, სადაც ოდითგანვე მეცხვარეობას ეწეოდნენ. Shepherd’s pie-ს ცხვრისა და ბატკნის ხორცისგან ამზადებდნენ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ მოამზადოთ მობრაწულა ინდაურის ფარშისგან. სიმარტივის მიუხედავად, კერძი არომატული, მადისაღმძვრელი და გემრიელი გამოდის, შეგიძლიათ თამამად დაამშვენოთ სადღესასწაულო სუფრა. ეს გახლავთ კერძი ორი ერთში: ხორცი და გარნირი.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ინდაურის ფარში
  • 5-6 ც კარტოფილი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ნიახური
  • 200 მლ რძე
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 10 გრ კარაქი
  • მარილი, შავი პილპილი გემმოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი ოდნავ მარილიან წყალში.
  2. ფარშს დაუმატეთ ყველა სუნელი, მარილი, ნახევარრგოლებად თხლად დაჭრილი ხახვი და კარგად მოურიეთ.
  3. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით წვრილად ნიახური, მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ ფარში.
  4. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ, დააფარეთ თავსახური და კიდევ 5 წთ მოამზადეთ.
  5. კარტოფილს დაუმატეთ რძე და გახეხილი ყველი, მოამზადეთ პიურე.
  6. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფარში, ზემოდან წაუსვით პიურე. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით.

მზა მობრაწულას სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი. მიირთვით მსუბუქ სალათებთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!