მწვანე ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

2450

მწვანე ლობიო ნიგვზით ის ვარიანტია, რომელიც არა მარტო ოჯახურ სადილზე ან ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ, არამედ ძალიან მარტივად შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ სტუმრებთან ამ კერძის შეთავაზებით. მოამზადეთ ის ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპტით.

ინგრედიენტები:

  • მწვანე ლობიო 1 კგ
  • ნიგოზი 100 გ
  • ხახვი 1 ც
  • ნიორი 2 კბილი
  • ოხრახუში, ქინძი, შაშკვლამი, ქონდარი 30-30 გ
  • ბროწეული 1 ჩაის ჭიქა
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მწვანე ლობიო გავარჩიოთ, მოვაცილოთ ბოლოები, დავტეხოთ, გავრეცხოთ, გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი, ისე რომ დაიფაროს, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ.
  2. როცა მოიხარშება გადმოვიღოთ საწურზე და გაცივების შემდეგ ხელითაც გავწუროთ.
  3. როდინში ჩავნაყოთ ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ხმელი ქინძი და მარილი.
  4. მიღებული საკაზმი გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, შაშკვლამი, ქონდარი, ბროწეულის წვენი, მოხარშული ლობიო და ხელით კარგად ავურიოთ.
  5. თუ ძალიან მშრალი გამოვიდა, შეგვიძლია დავამატოთ ლობიოს ნახარში.
  6. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.