მურაბის რეცეპტი ძლიერ ცეცხლზე ერთ წუთში

1537

ზაფხულის მოახლოებას არა მხოლოდ თერმომეტრის მაჩვენებლის ზრდით, არამედ ბაზარზე ახალი მწვანილის, კენკრის და, რა თქმა უნდა, მწიფე მარწყვის გამოჩენით ვხვდებით.

ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, გამოცდილი დიასახლისები ცდილობენ მარწყვის მოსავალი მაქსიმალურად გამოიყენონ. ახალი კენკრა მხოლოდ ზაფხულშია ხელმისაწვდომი, მისი ჭამა კი მთელი წელი გვსურს. ზამთრისთვის მარწყვის მურაბის მომზადება შესანიშნავი გამოსავალია.

დღეს გთავაზობთ შესანიშნავ რეცეპტს – მარწყვის მურაბა ბანანთან ერთად, რომელიც თქვენი სუფრის სასურველი სტუმარი იქნება არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც.

მარწყვის მურაბა

მარწყვი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას: B და C ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, უჯრედისი, კალციუმი, კალიუმი, იოდი. ის დეტოქსის საშუალებაა, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

მარწყვის მურაბა მხედველობაზე დადებით გავლენას ახდენს, თვალის სიმშრალეს აქრობს, არტერიულ წნევას ამცირებს, ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს. ამასთან მურაბის მომზადება ბევრ დროს არ წაგართმევთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მწიფე მარწყვი
  • 0,5 კგ ბანანი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 საშუალო ზომის ლიმონი
  • 1 ს/კ რომი, კონიაკი ან არაყი
  • 0,5 ჩ/კ ვანილი

მომზადება:

1. მარწყვი გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და საწურზე მოათავსეთ. წყალს დაწურვა აცადეთ. გახსოვდეთ, თუ ჯერ ყუნწებს მოაშორებთ და შემდეგ გარეცხავთ, წყალთან ერთად ბევრ მარწყვის წვენსაც დაკარგავთ. სწორედ ამიტომ, ყუნწებიანად გარეცხეთ.

2. ბანანი გაასუფთავეთ და ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ მარწყვს დაუმატეთ.

3. გასუფთავებული და დაჭრილი ლიმონის ნაჭერი დაუმატეთ. თესლების მოშორება არ დაგავიწყდეთ.

4. ხილი ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.

5. ნარევს ვანილი და ალკოჰოლი დაუმატეთ.

6. ნაწილ–ნაწილ შაქრის დამატება დაიწყეთ. თითოეული პორციის დამატების შემდეგ კარგად აურიეთ.

7. მიღებული მასა ქვაბში გადაიტანეთ. მურაბა ადუღებამდე მიიყვანეთ.

8. ადუღების შემდეგ ძლიერ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთით ხარშეთ. გაითვალისწინეთ, ამასთან მურაბა ძლიერ ქაფდება, ამიტომ ქვაბი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

9. ხარშვის დასრულების შემდეგ მურაბა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და თავსახურით მოხუფეთ.

10. ისღა დაგრჩენიათ შეუდარებელი სქელი მურაბის გემო გასინჯოთ! გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტების მითითებული მოცულობით დაახლოებით 1700 მლ მურაბა გამოგივათ. ეს დიდხანს არ გეყოფათ, განსაკუთრებით, თუ ახლობლები გემოს გაუსინჯავენ. სწორედ ამიტომ, მურაბის კიდევ ერთხელ მომზადება მოგიწევთ.

გახსოვდეთ, რომ გემრიელი მურაბისთვის მნიშვნელოვანია არა რეცეპტი, არამედ თავად კენკრის ხარისხი. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.