მსუბუქი და ხრაშუნა ნამცხვარი ფქვილის გარეშე, ნაზი შოკოლადის კრემით

1747

ნუშის ნამცხვარი – ლეგენდარული ფრანგული მაკარუნების ერთ-ერთი ვერსიაა. ჩვენი ნამცხვარიც ერთმანეთზე ნაზი კრემითაა მიწებებული, თუმცა, მაკარუნის მსგავსი გლუვი ზედაპირი არ აქვს. ნუშის ნამცხვარი უფრო სწრაფად მზადდება, უფრო მშრალია და ხრაშუნაც.

მთავარი პლიუსი კი ის არის, რომ ხორბლის ფქვილი სულაც არ არის საჭირო – მას ნუშის ფხვნილისგან ამზადებენ. თან მას ბევრჯერ გაცრა არ სჭირდება, დაფხვნილი თხილი უნდა იგრძნობოდეს ნამცხვარში და ეს კიდევ უფრო აძლიერებს სიამოვნებას!

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხის ცილა
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 200 გრ ნუში
  • 250 გრ შაქრის პუდრი
  • 150 გრ მწარე შოკოლადი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 20 გრ კარაქი
  • 80 გრ ნაღები

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი აქაფებამდე. დაამატეთ შაქრის პუდრი და განაგრძეთ ათქვეფვა.
  2. დააბლენდერეთ ან დაფქვით ნუში. დაამატეთ ცილაში კაკაოს ფქხვნილთან ერთად.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომსიკაში, დაასხით მრგვალი ფორმების სახით. შედგით 130 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
  4. მოამზადეთ შოკოლადის კრემი. დაადნეთ კარაქი ორთქლზე, დაუმატეთ შავი შოკოლადი, კარგად მოურიეთ. ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ გაცივებულ შოკოლადის მასას.
  5. წაუსვით მიღებული კრემი ნამცხვრის ერთ ნაწილს, მიაწებეთ მეორე. ასე გაიმეორეთ სათითაოდ. მოაყარეთ შაქრის პუდრი ან კაკაოს ფხვნილი.
  6. ასეთი რომანტიკული დესერტი საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. მოამზადეთ სიყვარულით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!