მრავალფენოვანი ტორტის ხემსი, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს

1062

ცხოვრებაში უამრავი ხემსი მომიმზადებია, ჩემი სტუმრების რაიმეთი გაოცება ძალიან რთულია, მაგრამ მე არ ვნებდები და მუდამ ახალი და საინტერესო რეცეპტების ძიებაში ვარ.

სწორედ ასეთი აღმოვაჩინე ახლახან და მალევე გახდა ჩემი ოჯახის ფავორიტი კერძი. ტორტი “სადღესასწაულო” სრულად ამართლებს სახელწოდებას შიგთავსითაც და იერსახითაც. სცადეთ ერთხელ და გვერწმუნეთ, ოჯახის წევრები თუ მეგობრები ხშირად მოგთხოვენ მის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის ღვიძლი
  • 80 გრ ბრინჯი
  • 50 გრ კარაქი
  • 5 ს.კ. არაჟანი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 250 გრ ხაჭოს ყველი
  • 1 ც ხახვი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 მწ სოდა
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მუსკატის თხილი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაასხით ბრინჯს წყალი, წამოდუღების შემდეგ ადუღეთ კიდევ 10 წუთი, დაამატეთ ქათმის ღვიძი და კიდევ 7-10 წთ ხარშეთ.

2. მზა ბრინჯი და ღვიძლი ამოიღეთ, დაამატეთ ცოტაოდენი ნახარში, მარილი, კარაქი, მუსკატის თხილი და დააბლენდერეთ. მზა პაშტეტი გააცივეთ.

3. ფენების მოსამზადებლად შეურიეთ 4 ს.კ. არაჟანი, მარილი, სოდა, ფქვილი, კარგად მოურიეთ. ზეთში შეწვით სამი ბლინი.

4. მოთუშეთ ზეთში დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, შეურიეთ ხაჭოს ყველი, გატარებული ნიორი, ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ მასას.

5. მზა ინგრედიენტებისგან ააწყვეთ ტორტი: ბლინს წაუსვით ჯერ ხაჭოს მასა, შემდეგ პაშტეტი, გაიმეორეთ დანარჩენ ფენებთან იგივე. დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. მზა ხემსს წაუსვით არაჯანი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი ან ოხრახუში.

შესანიშნავი ტორტის ხემსი მზადაა. თუ ხაჭო არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ სქელი არაჟნით ან მდნარი ყველით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!