მოხუფვა უკვე საჭირო არ არის: პომიდვრის საუცხოო მარინადი

1737

ბოსტნეულის სეზონზე ხანდახან სურვილი გიჩნდება, რაიმე გემრიელი მოხუფულით ასიამოვნო თავს. მაღაზიაში რომ არ გაიქცეთ კიტრის ან პომიდვრის ქილა მარინადისთვის, უმჯობესია, რაციონი საკუთარი ხელით გაამრავალფეროვნოთ. დღეს ჩვენ პომიდვრის მარინადის შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ. სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ, რათა ნამდვილი შედევრი შექმნათ. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 5 ც პომიდორი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ქინძი, ბაზილიკი, ოხრახუში გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაჭერით ალყა-ალყა პომიდორი. გარეცხეთ და დაჭერით წვრილად მწვანილი. გაფცქვენით ნიორი და გაატარეთ.
  2. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ მდოგვი, 6%-იანი ძმარი, ზეითუნის ზეთი, შაქარი, მარილი, შავი პილპილი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
  3. მოათავსეთ პომიდორი ღრმა თეფშში 3 ფენად და დაასხით მზა ნაზავი.
  4. დააფარეთ თეფშს და შედგით მაცივარში 30 წუთით.

ამ პერიოდში პომიდორი შესანიშნავად დამარინადდება. მიირთვით ძირითად კერძებთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგორბებს!