მოხარშული ძეხვის ნაჭრების საუზმეული. შექმენით შედევრი საკუთარი ხელით!

999

ძეხვი ყოველთვისაა წარმოდგენილი სადღესასწაულო სუფრაზე, სალათებში და სენდვიჩებში. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ძეხვი შეიძლება გახდეს განსაკუთრებული სადღესასწაულო კერძი? თუ არა, მაშინ დროა ამაში თავად დარწმუნდეთ. გასტრონომია გასწავლით როგორ გახადოთ მოხარშული ძეხვი ხელოვნების ნიმუში.

პეპელა მოხარშული ძეხვისგან 

1.”პეპელას” ფრთების დასამზადებლად დაჭრილი მოხარშული ძეხვის  ნაჭერი დავკეცოთ მარაოსებურად და ქვედა მესამედში გავუყაროთ ხის ჩხირი. სულ დავამზადოთ ოთხი ასეთი ფიგურა. ძეხვის ნაჭრისგან ცალკე დავამდაზოთ მილისმაგვარი ორი ფიგურა ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

2.მილისებურად დახვეულ ძეხვს ერთი მხრიდან მივამაგროთ ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ფრთა.

3.იმავე რიგითობით ფრთები მივამაგროთ მეორე მხრიდან.

4.მეორე მილისმაგვარი ფიგურა დავჭრათ რგოლებად და მისგან მოვამზადოთ თვალები, ულვაშები და სხვა მოსართავი ელემენტები.

5.მომზადებული პეპელა გადავიტანოთ სალათის ფოთლებზე და მოვრთოთ კენკროვნების მარცვლებით ან ბოსტნეულის ნაჭრებით.

ხომ მარტივია? წარმატებებს გისურვებთ! გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს!