მოცვის ფოლი – ჯანმრთელი დესერტის ნაკლებკალორიული ვარიანტი

1241

სახელი “ფოლი” (FOOL) გადმოცემით მოდის ფრანგული სიტყვიდან FOULER (მოშუშვა) და მე-17 საუკუნიდან მოყოლებული, გამოიყენება იმ დესერტებისთვის, რომლებიც ხილის პიურესა და კრემის ნაზავს წარმოადგენს. გამოიყენეთ ნაკლებცხიმიანი იოგურტი და ნაღები, რათა ამ ჯანმრთელი დესერტის ნაკლებკალორიული ვარიანტი მიიღოთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ფინჯანი მოცვი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
  • 1 ფინჯანი იოგურტი
  • 1/4 ფინჯანი (60 მლ) თაფლი

ულუფა: 4-6

მომზადება: 15 წუთი + 30 წუთი გასაგრილებლად +1-2 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების  წესი:

  1. მოცვი, შაქარი და წყალი საშუალო ზომის ქვაბით დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ კენკრა დარბილდება, 5-10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და დადგით გასაგრილებლად, დაახლოებით 30 წუთი.
  2. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით კარგად ათქვიფეთ ნაღები. დაუმატეთ თაფლი, შემდეგ იოგურტი და მორევით გაქენით.
  3. მოცვი ბლენდერში ათქვიფეთ, მიღებული პიურე 2/3 შეურიეთ იოგურტიან ნაზავს.
  4. ჩაასხით მოცვის ფოლი ჭიქებში და თავზე დარჩენილი მოცვის პიურე დაადეთ.
  5. 1-2 საათით გააცივეთ.