მორტადელა – იტალიური ძეხვეულის დედოფალი. მსგავსს ძალიან მარტივად მოაზადებთ შინ

2151

მორტადელა სუნელებით გაჯერებული ბოლონიური ძეხვია. იტალიელებს ძალიან უყვართ ის, მდიდარი გემოსა და ხორცის მაღალი შემცველობის გამო – 97%-ზე მეტი.

ტრადიციული იტალიური მორტადელა ქონიანი ღორის ხორცითა და სხვადასხვა სუნელებით მზადდება. ჩვენ ცოტათი შევცვალეთ კლასიკური რეცეპტი და ღორის ხორცს ქონი მოვაცილეთ. ძალიან გემრიელი ვარიაცია გამოვიდა, რომლის მომზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

 ინგრედიენტები

  • 300 გრ ღორის ხორცი
  • 200 გრ საქონლის ხორცი
  • 1 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,5 ბულგარული წიწაკა
  • 2 ს.კ. ზეთისხილი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • წითელი და შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გაატარეთ 200-200 გრ ძროხისა და ღორის ხორცი. დაამატეთ მარილი, პილპილი, პაპრიკა და აქტიურად დაბეგვეთ.

2. წვრილად დაჭერით დარჩენილი 100 გრ ღორის ხორცი, დაჭყლიტეთ ნიორი და შეურიეთ ხორცში.

3. დაამატეთ ფარშში ათქვეფილი კვერცხი და მოურიეთ.

4. დაჭერით ბოსტნეული: მწვანე ზეთისხილი რგოლებად, ბულგარული წიწაკა პატარა კუბებად. შეურიეთ ხორცში.

5. დააფარეთ ჭურჭელს და შეინახეთ მაცივარში 3-4 საათით.

6. გაცივებული ხორცის ნახევარი დადეთ საკვების პოლიეთილენის პარკზე, მიეცით მოგრძო ფორმა. მყარად შეახვიეთ პარკში რამდენიმე ფენად, დაჭრისას რომ არ დაიშალოს. ხორცის მეორე ნაწილიც მსგავსად დაამუშავეთ.

7. მოხარშეთ მორტადელა ნელ ცეცხლზე 1,5 საათის განმავლობაში.

8. გააცივეთ ძეხვი, მოხსენით პარკი და ამოავლეთ პაპრიკაში ან წითელ დაფქულ პილპილში.

ასეთი ხემსი 2 კვირის განმავლობაში ინახება, თუმცა, ვეჭვობთ, უფრო ადრე დაგიმთავრდებათ. თუ ერთხელ გასინჯავთ მას, მაღაზიის ძეხვზე უკვე უარს იტყვით. პიკანტური მორტადელა პირველი ლუკმიდანვე თქვენი ფავორიტი გახდება. აუცილებლად სცადეთ და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი.