მომზადებამდე ყოველთვის ვინახავ კარტოფილს საყინულეში . . . საიდუმლო. რომელიც კერძს დაუვიწყარს ხდის!

778

ხარშუნა გარედან და საოცრად რბილი შიგნით. . . სწორედ ასეთი გამოდის გამომცხვარი კარტოფილი ამ რეცეპტის მიხედვით. კარტოფილიგაყინვის შემდეგ მეტად გემრიელია. მე ეს კერძი ძალიან ბევრჯერ მომიმზადებია და ყოველ ჯერზე ის ჩემს მოლოდინებს ამართლებს. რათა კარტოფილი გამოვიდეს მეტად არომატული, მცენარეულ ზეთს დაუმატე ნიორი ან როზმარინი.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და კარგად გარეცხეთ.

2.ღრმა ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. მოათავსეთ კარტოფილი ქვაბში. მეორეჯერ ადუღების შემდეგ მოამზადეთ დაახლოებით 6-8 წუთი. ამოიღეთ კარტოფილი და დაელოდეთ მის გაგრილებას.

3.დანის მეშვეობით კარტოფილზე დახაზეთ ცხაური.

4.მზა კარტოფილს დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ საყინულეში 1 საათი.

5.გაყინული კარტოფილი მოათავსეთ შესაწვავად. მოასხით ზეთი და შეწვით.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. მზადების ფროცესში აუცილებლად გადმოაბრუნეთ კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!