მოთუშული ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ხორცით

კლიარში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო ყველას არ უყვარს, უმეტესობა სხვა ბოსტნეულთან ერთად მის ქურაში გამოცხობას ამჯობინებს. ჩვენ კი გთავაზობთ ყვავილოვანი კომბოსტო ტაფაზე მოამზადოთ. მოთუშული ყვავილოვანი კომბოსტო შემწვარზე გაცილებით გემრიელია, განსაკუთრებით თუ მას ნაზი სოუსითა და ხორცით მოამზადებთ.

ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილესა და არაჟანთან ერთად უგემრიელესია, მწვანილი ამ კერძს სიახლეს შემატებს, ყველი კი თავადაც იცით – ზედმეტი არასდროს არის! თუ ნაღების სოუსი გიყვართ, შეგიძლიათ ბოლოში კერძს ცოტაოდენი კარაქი დაუმატოთ. შეგიძლიათ არაჟანი ცხიმიანი ნაღებითაც ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო 500 გრამი
  • მაგარი ყველი 70 გრამი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მწვანილი 0.5 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • არაჟანი 200 გრამი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ორეგანო 0.5 ჩაის კოვზი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გარეცხეთ მწვანე კომბოსტო და ფილე. დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

2. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად და მზესუმზირის ზეთში მოწვით – გაოქროსფრებამდე.

3. ამავე ტაფაზე მოათავსეთ ქათმის ფილე და კიდევ 3-4 წუთით წვით. დორის გასვლის შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო და სუნელები. მოურიეთ

4. დაუმატეთ არაჟანი და ისევ აურიეთ. თუშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე – 20 წუთის განმავლობაში.

5. ტაფას დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი და გახეხილი ყველი დაუმატეთ. განაგრძეთ მომზადება 2 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.

არომატული ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი არაჩვეულებრივია სადილისთვის. გარნირად მოხარშული კარტოფილი ან ბრინჯი გამოიყენეთ.