მოვამზადე ცომი, ჩავასხი ფორმაში – და თავისუფალი ვარ! უსწრაფესი რეცეპტი ბლინების მოსამზადებლად!

588

ზარმაცი ბლინების რეცეპტი ძალიან გამოსადეგი რამაა…

როცა ბავშვები გახარება გინდათ, მაგრამ დრო არ გაქვთ, სწრაფი ბლინები საუკეთესი ვარიანტია!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 500მლ რძე
  • 250გ ფქვილი
  • 50გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 2-3 სუფრის კოვზი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200გ ხაჭო (საშუალო ცხიმიანი)
  • 1-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • ხილის ჯემი ან გაყინული კენკრა

მომზადება

1.ჩართეთ ღუმელი. გაახურეთ 200-250 გრადუსზე.

2.ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, რძე და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ გამღვალი კარაქი, ისევ მოურიეთ, ცომი ჩაასხით ფორმაში. გამოაცხვეთ 15-20 წუთი. მზა ბლინს წაუსვით კარაქი და გააგრილეთ.

4.შიგთავსისთვის ხაჭოს დაუმატეთ შაქარი. თუ მასა გამოვიდა მშრალი, დაუმატეთ არაჟანი ან იოგურტი. ბლინებს წაუსვით მიღებული მასა, დაუმატეთ კენკრა. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!