მოამზადეთ ჰაეროვანი, უგემრიელესი ფენოვანი ღვეზელი მარწყვის შიგთავსით

943

როგორც იქნა, დადგა მარწყვის სეზონი, და მეც გადავწყვიტე, რაც შეიძლება ბევრი გემრიელი დესერტი მოვამზადო ამ შესანიშნავი კენკრისგან.

მე გაგიზიარებთ ერთ-ერთი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. მისი მომზადება ძალიან მარტივია, იგი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და სულ რამდენიმე წუთში ცხვება, გემო კი შესანიშნავი აქვს.

ჰაეროვანი ღვეზელი მარწყვით

ღვეზელის ცომი ჰაეროვანი და ხრაშუნაა, ხოლო მარწყვის შიგთავსი უგემრიელესი, სწორედ ამიტომაა ღვეზელი ასეთი შეუდარებელი.

ინგრედიენტები

  • 250 გრ “ფენოვანი” ცომი
  • 120 გრ კრემ-ყველი
  • 70 გრ შაქარი
  • 230 გრ მარწყვი
  • 0,5 ჩ.კ. ვანილი
  • 1 ც კვერცხი

მომზადების წესი 

1. ფენოვანი ცომის მოსამზადებლად, კვერცხში უნდა შეურიოთ გამდნარი კრემ-ყველი და წყალი, შემდეგ დაუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და არ უნდა ეწებებოდეს ხელზე.

2. კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და ფირფიტებივით დაჭერით მარწყვი.

3. ჯამში შეურიეთ კრემ-ყველი, 60 გრ შაქარი და ვანილი. კარგად აურიეთ.

4. გონებაში წარმოსახვით დაყავით ცომი 3 ნაწილად. მარჯვენა და მარცხენა ნაწილები დაჭერით 1 სმ სიგანის ზოლებად (45 გრადუსიანი კუთხით).

5. შუა ნაწილზე მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან დაალაგეთ მარწყვი. შემდეგ ერთ სანტიმეტრიანი ზოლების მონაცვლეობით დაფარეთ შიგთავსი (ნაწნავის მსგავსად).

6. ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ღვეზელს ზემოდან, შემდეგ კი მოაყარეთ მცირეოდენი შაქარი.

7. გამოაცხვეთ ფენოვანი ღვეზელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, 20-30 წუთის განმავლობაში.

8. სულ ესაა! უგემრიელესი ფენოვანი ღვეზელი მარწყვის შიგთავსით მზადაა!

გემრიელად მიირთვით!