მოამზადეთ ხორცის ბურთულები ტომატის სოუსში

1107

ხორცის ბურთულები ტომატის არომატულ სოუსში იდეალური კერძია სადილისთვის. ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადების მეთოდს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ძროხის რბილი ხორცი
  • 1 კგ ძროხის ხორცი
  • 700 გრ თეთრი პური
  • 1200 გრ ხახვი
  • 2 ც სტაფილო
  • 500 გრ ტომატი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ლ წყალი
  • 1 ც დაფნის ფოთოლი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 გრ პურის ნამცეცები
  • 50 გრ ნიახურის ფესვი
  • მარილი გემოვნებით
  • მწიკვი პროვანსალური მწვანილი

მომზადების წესი 

  1. თავდაპირველად მოამზადეთ ბულიონი სოუსისთვის. მსუბუქად შეწვით ძროხის ძვლები მშრალ ტაფაზე, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. მოაშორეთ ქაფი და დაუმატეთ 1 ც სტაფილო, ნიახურის ფესვი, 700 გრ ხახვი, მწიკვით პროვანსალური მწვანილი და მარილი გემოვნებით. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე სამი საათის განმავლობაში.
  2. რბილი ხორცი, წყალში ჩამლბარი პური და ერთი ცალი ხახვი გაატარეთ ხორცის მანქანაში. დარჩენილი ხახვი მსუბუქად შეწვით.
  3. შემწვარი ხახვი დაუმატეთ ფარშს, შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი (სურვილისამებრ). კარგად აურიეთ და შემდეგ ფარშისგან პატარა ზომის ბურთულები გააკეთეთ, ბოლოს კი პურის ნამცეცებში ამოავლეთ.
  4. ხორცის ბურთულები შეწვით ორივე მხარეს, მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი ღრმა საცხობ ლანგარზე დაალაგეთ.
  5. მოამზადეთ სოუსი. წვრილად დაჭერით 300 გრ ხახვი და 1 ც სტაფილო, შემდეგ კი შეწვით. განცალკევებით მშრალ ტაფაზე შეწვით ფქვილი, რომ მიიღოს ოქროს ფერი. ხოლო ცალკე ტაფაზე შეწვით ტომატი ზეთში.
  6. ქვაბში შეურიეთ შემწვარი სტაფილო, ხახვი და ტომატი, დაასხით 1,5 ლ გაფილტრული ბულიონი და მოდუღების შემდეგ დამატებით 20 წუთი კვლავ ადუღეთ.
  7. ჩაყარეთ ჭიქაში შემწვარი ფქვილი, დაასხით ცივი ბულიონი და მოურიეთ. ფრთხილად დაუმატეთ გახსნილი ფქვილი მდუღარე სოუსს. კარგად მოურიეთ, შემდეგ კი დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ადუღეთ 10 წუთით. სოუსი მზადაა.
  8. საცხობ ლანგარზე მოთავსებული ბურთულები დაფარეთ სოუსით და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!