მოამზადეთ ხაჭოს გემრიელი ბურთულები თქვენი შვილებისთვის

1715

თუ თქვენს შვილებს ხაჭო ან მანანის ფაფა არ უყვართ, დაუმზადეთ მათ ეს არაჩვეულებრივი ხაჭოს ბურთულები ჩემი ბებიის რეცეპტის მიხედვით. მათ დასამზადებლად დაახლოებით 20 წუთია საჭირო.

მასში შემავალი ინგრედიენტები ნებისმიერი დიასახლისის მაცივარში მოიძებნება. და რაც მთავარია, ხაჭოს ბურთულები მარტივად შეცვლის ტკბილ დესერტს, ასე რომ, ისინი თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ.

ხაჭოს ბურთულები

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხაჭოს “კალაბოკები” თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხაჭო
  • 1 ც კვერცხი
  • 2,5 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 170 გრ მანანის ბურღული
  • 200 გრ ფქვილი
  • მწიკვით მარილი
  • 2-3 ს.კ. შაქრის პუდრი
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. ღრმა თასში ერთმანეთს კვერცხი, ხაჭო, შაქარი და მანანის ბურღული შეურიეთ, კარგად მოურიეთ.

2. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ სოდა და მარილი. მშრალი ნაზავი დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს, კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი.

3. ცომისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ.

4. ქვაბში ჩაასხით ზეთი და მოადუღეთ. შეწვით მასში ხაჭოიანი ბურთულები. შემდეგ გადაიტანეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.

5. მზა დესერტს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.

ამ რეცეპტით მომზადებული ხაჭოს ბურთულები ძალიან გემრიელი გამოდის. იგი არა მხოლოდ ტკბილი დესერტი, არამედ ძალიან სასარგებლო საუზმეა, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. გემრიელად მიირთვით!