მოამზადეთ ძალიან გემრიელი და წვნიანი კოტლეტები პომიდვრით

2029

თანამედროვე დიასახლისები აფასებენ საკუთარ დროს, სწორედ ამიტომ, ისინი მზადებენ ორიგინალურ, მაგრამ მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ კერძებს.

დღეს სწორედ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ. უგემრიელესი კოტლეტები პომიდვრითა და ყველით, რამდენიმე წუთში მზადდება, მის გემოს კი ვერასოდეს დაივიწყებთ. აუცილებლად მოამზადეთ და თავად დარწმუნდით ამაში.

კოტლეტები პომიდვრით

ინგრედიენტები

  • 350 გრ ღორის რბილი ხორცი
  • 500 გრ გათლილი კარტოფილი
  • 80 გრ მაგარი ყველი
  • 2 ც პომიდორი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი 

1. ერთად დააბლენდერეთ ნიორი და ხორცი. მიღებული ფარში გადაიტანეთ თასში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და სანელებლები.

2. ფარშისგან 9 ცალი სხვადასხვა ზომის ბურთი გააკეთეთ.

3. მსხვილად დახეხეთ კარტოფილი და გადაღვარეთ წვენი.

4. წრეებად დაჭერით პომიდორი.

5. საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი. დაყარეთ მასზე დახეხილი კარტოფილი ისე, რომ 9 იდენტური ბრტყელი “ფენა” გამოვიდეს.

6. ზემოდან დალაგეთ ფარშის ბურთულები და მიეცით მათ ბრტყელი ფორმა.

7. ფარშზე დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები და საცხობი ლანგარი მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

8. სანამ კოტლეტები მზად იქნება, 5 წუთით ადრე თანაბრად მოაყარეთ თითოეულს დახეხილი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით-კერძი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

კოტლეტი ყველითა და პომიდვრით შესანიშნავი ცხელი კერძია ოჯახური სადილის დროს, რომელიც ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ, როცა დროის დეფიციტს განიცდით.