მოამზადეთ შავი შოკოლადის ტორტი, რომელიც თქვენს სევდას და მოწყენილობას საუკეთესოდ გაუმკლავდება

1597

ძალიან ცოტა ადამიანს ურჩევნია შავი მწარე შოკოლადი რძიან ან თეთრ შოკოლადს. მაგრამ სულ ტყუილად! საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუქ შოკოლადს ერთ დროს მაიას ხალხი ძალიან მოკრძალებულად ეპყრობოდა, რადგან მათ სწამდათ, რომ მის საფუძველზე მომზადებულ სასმელს ადამიანისთვის ჯადოსნური ძალების მინიჭება შეეძლო.

უფრო დიდი ოდენობით კაკაოს და ნაკლები შაქრის შემცველობის გამო შავი შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სხვა სახის შოკოლადები. ამბობენ, რომ შოკოლადი სევდასთან გამკლავების საუკეთესო გზაა, ზოგი კი თვლის, რომ მხოლოდ მუქ შოკოლადს შეუძლია გადაჭარბებული მელანქოლიის დაძლევა.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ დესერტი შოკოლადისგან ისე, რომ ყველა დარდი მომენტალურად გაგიქარწყლდეთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300 გრ ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 190 გრ კარაქი
  • 120 გრ კაკაო
  • 2 ც კვერცხი
  • 250 მლ კეფირი
  • 2 ჩ.კ. შოკოლადის ლიქიორი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 ჩ.კ. ზღვის მარილი
  • 350 მლ წყალი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 300 გრ კარაქი
  • 250 გრ შავი შოკოლადი
  • 150 გრ შაქარი
  • 6 ც კვერცხი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, ჩართეთ თქვენი განწყობის შესაფერისი სიმღერა. გვერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია! მოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში კაკაოს ფხვნილი და საყვარელი მუსიკის რითმზე მოურიეთ და გახსენით კაკაო ერთგვაროვან კონსისტენციამდე.

2. გაადნეთ კარაქი და ათქვიფეთ შაქართან ერთად.

3. შემდეგ კარაქიან ნაზავს დაუმატეთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად მოურიეთ.

4. მიღებულ ნაზავს დაუმატეთ შოკოლადის ლიქიორი – ეს არა მხოლოდ დესერტის გემოს გააუმჯობესებს, არამედ განწყობასაც აგიმაღლებთ! შემდეგ დაუმატეთ 2 ს.კ. ფქვილი და კვლავ კარგად მოურიეთ.

ამის შემდეგ, ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, სოდა, კეფირი, გახსნილი კაკაო და კარაქიანი ნაზავი.

5. მოზილეთ ცომი. იგი უნდა იყოს სქელი და ერთგვაროვანი.

6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საცხობ ფორმაში მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი.

7. მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში.

8. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ კრემი. წყლის ორთქლზე გაადნეთ შავი შოკოლადის ფილა, დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და კვერცხის გული.

9. ამის შემდეგ, ქვაბში ჩაასხით 100 მლ წყალი, ჩაყარეთ დარჩენილი შაქარი და მოადუღეთ სიროფი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კრემს დაუმატეთ სიროფი და ნაზავს მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

10. დაელოდეთ, სანამ ბისკვიტი გამოცხვება, შემდეგ გააცივეთ. გაჭერით ბისკვიტი 2 ფენად, წაუსვით კრემი და ზემოდან დაადეთ ერთი ფენა მეორეს.

გემრიელად მიირთვით!