მოამზადეთ ყველი ფეტა კეფირისგან

2358

ჩვეულებრივი კეფირისგან შესაძლებელია ძალიან გემრიელი ყველის მომზადება, რომელიც გემოვნებით ტრადიციულ თეთრ  ცხვრისა და თხის რძისგან დამზადებულ ყველ-ფეტას მოგაგონებთ, იგი ბერძნული წარმოშობისაა.

ჩვენ მისი მომზადება ჩვეულებრივი ძროხის რძისგანაც შევძლებთ, თუ მომზადების წესებს ზედმიწევნით მიყვებით.

მოვამზადოთ ყველი კეფირისგან

ინგრედიენტები

  • 2 ლიტრი 2,5 %-იანი კეფირი
  • 3 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი

1. ჩაასხით კეფირი ქვაბში, დაადგით საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ მას 2 ჩ.კ. მარილი და კარგად მოურიეთ.

2. როდესაც კეფირი დუღილს დაიწყებს, მის ზედაპირზე წარმოიქმნება ბუშტუკები, ხაჭოსებრი მასა ზედაპირზე ამოტივტივდება, ხოლო შრატი ქვემოთ დაილექება.

3. ღრმა თასში მოათავსეთ საწური და მასში ორმაგი მარლა ჩააფინეთ.

4. შესქელებული თეთრი მასა გადაიტანეთ მარლაზე. დაელოდეთ რამდენიმე წუთით, რათა სითხე მოშორდეს.

5. შეკარით ყველი მარლაში, რათა იგი ერთგვაროვან მასად იქცეს. როდესაც იგი კარგად გაცივდება და წვენი ბოლომდე მოშორდება, მოათავსეთ მაცივარში.

6. ერთი საათის შემდეგ თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ კეფირისგან თქვენ მიერ მომზადებული ყველი.

კეფირისგან მომზადებული ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათების მოსამზადებლად, ასევე გამოაცხოთ ღვეზელი ყველის შიგთავსით და ა.შ.