მოამზადეთ საზაფხულო დესერტი კენკრისგან

1371

როგორც იქნა, ახალი კენკრის, ხილისა და ბოსტნეულის სეზონი დადგა. შორს მჭვრეტელი დიასახლისები ახლა ამზადებენ სხვადასხვა კონსერვს, ჯემებსა თუ მურაბებს, ხუფავენ ხილისა და კენკრის კომპოტებს.

ამ სეზონის ყველაზე პოპულარული და საყვარელი დესერტი კენკრის ჟელე გახლავთ. მაღაზიაში ნაყიდი ჟელე გაურკვეველი ხარისხისაა და იგი ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, სწორედ ამიტომ, ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ იგი საშინაო პირობებში და დატკბეთ მისი სასიამოვნო არომატითა და გემოთი.

ჟელე კენკრისგან

ახალი კენკრისგან ჟელეს მომზადება არც თუ ისე რთულია, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კენკრისა და არაჟნისგან მომზადებული ჟელეს რეცეპტს. იგი აუცილებლად გახდება თქვენთვის საყვარელი ტკბილეული.

ინგრედიენტები

  • 250 გრ არაჟანი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 40 გრ ჟელატინი
  • 500 გრ მარწყვი
  • 100 გრ მოცვი
  • 400 მლ მდუღარე წყალი

მომზადების წესი

1. აადუღეთ 250 მლ წყალი და გახსენით მასში 20 გრ ჟელატინი. ეს ნაზავი ხილის ჟელესთვისაა.

2. კარგად გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და დააბლენდერეთ, ან ჩანგლით დაჭყლიტეთ 4 ს.კ. შაქართან ერთად, რომ მიიღოთ პიურესებრი კონსისტენცია. დარჩენილი კენკრა დაჭერით 4 ნაწილად.

3. მარწყვის პიურე ჩაასხით ჟელატინის ნაზავში კენკრის პატარა ნაჭრებთან ერთად, გააცივეთ და შედგით მაცივარში 3 საათით.

4. აადუღეთ 150 მლ წყალი და გახსენით მასში ჟელატინი. დაუმატეთ 2 ს.კ. შაქარი და მოურიეთ. გააცივეთ წყალი და შეურიეთ მასში უცხიმო არაჟანი.

5. კარგად გარეცხეთ მოცვი და შეურიეთ არაჟანს. შეგიძლიათ მოცვის ნაცვლად სხვა, თქვენთვის საყვარელი კენკრა გამოიყენოთ. ჟელე მაინც გემრიელი გამოვა.

6. არაჟანის ნაზავი დაასხით გაცივებულ მარწყვს და კვლავ შედგით მაცივარში 3 საათით.

აი, ასე მზადდება უგემრიელესი ჟელე.

გემრიელად მიირთვით!