მოამზადეთ ბანანის უტკბილესი ნაყინი მარტივი რეცეპტით

1846

სახლში მომზადებული, ჯანსაღი ბანანის ნაყინისთვის მხოლოდ ბანანი და შებამისი ინგრედიენტები დაგვჭირდება.

ინგრედიენტები: 

  • 6 დიდი კვერცხის გული
  • 1/3 ფინჯანი (70 გ) შაქარი
  • 3 დიდი მწიფე ბანანი, დასრესილი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 1 ფინჯანი რძე
  • 1 ჩაის კოვზი ჯავზი

მომზადების წესი:

  1. საშუალო ზომის ჯამი გააცივეთ საყინულეში.
  2. შემდეგ მასში მიქსერით  ათქვიფეთ კრემისებური გოგლიმოგლი.
  3. დაუმატეთ ბანანი და თაფლი, მოურიეთ.
  4. მოათავსეთ ნაღები, რძე და ჯავზი საშუალო ზომის ქვაბში, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  5. თანდათან ჩაუმატეთ ეს მასა კვერცხის გულის ნაზავს, თან ურიეთ.
  6. ჩააბრუნეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ ოდნავ შესქელებამდე. ნუ აადუღებთ.
  7. გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩაასხით ნაყინის აპარატში და თქვიფეთ ინსტრუქციის მიხედვით.
  8. გადაიტანეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და გაყინეთ.

ულუფა: 4

მომზადება: 20 წუთი +30 წუთი გასაცივებლად +დრო დანადგარისთვის

დონე: 1