მეგრული ჭვიშტარი – გემრიელი, ნაზი და ფაფუკი, რომელიც პირში დნება

5745

ჭვიშტარი ყველისა და სიმინდის ფქვილისგან მომზადებული კვერია. მას სამეგრელოსა და სვანეთში ამზადებენ. სვანეთში ჭვიშტარს ჭიშდვარს ეძახიან. ამ კუთხეში გავრცელებულია ფეტვით მომზადებული ჭიშდვარი. ჩვენ დღეს გთავაზობთ არა ფეტვის არამედ სიმინდის ფქვილისგან მომზადებულ, ანუ მეგრული ჭვიშტარის გემრიელ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 500 გაცრილი სიმინდის ფქვილი
  • წყალი – რამდენსაც შეიზელს
  • 400 გ დაფხვნილი, ჭყინტი ყველი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. სიმინდის ფქვილს დავაყაროთ მწიკვი მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი დიდხანს ვზილოთ ხელით, შემდეგ შევურიოთ ყველი და 15 წუთი დავასვენოთ.
  2. ღუმელში გავახუროთ საცხობი ფურცელი. ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, მივცეთ ბრტყელი ფორმა და მოვათავსოთ საცხობ ფურცელზე.
  3. გამოვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში, 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ამ წესით მომზადებული ჭვიშტარი გამოდის 6 ულუფა. დრო კი მინიმალური, სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად.

გემრიელად მიირთვით!