მაწვნის წვნიანი – ოკროშკა. ძალიან იოლად მოსამზადებელი და სასარგებლო კერძი

3514

ეს ცივი წვნიანი სასიამოვნო და მსუბუქი სადილია და ზედგამოჭრილია ცხელი ზაფხულისთვის. გარდა ამისა, რომ ოკროშკა ძალიან იოლი მოსამზადებელია, სასარგებლო კერძიც გახლავთ.

საჭირო მასალა:

  • 0,5 ლ მაწონი
  • 1 ჩ.ჭ. წყალი
  • 2 ცალი კიტრი
  • 2 ცალი კარტოფილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 5-6 ღერი კამა
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი: 

კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და გაფცქვენით. კიტრი გათალეთ. ყველაფერი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. მაწონი და წყალი ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი. ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ინგრედიენტები. დაუმატეთ დაჭრილი კამა, მწვანე ხახვი, პილპილი. ოკროშკა შედგით მაცივარში რამდენიმე საათით და მიირთვით ცივი.

რჩევა:

ოკროშკას შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. მაგალითად, ბოლოკი, მწვანე ხახვი, ძეხვი, ტკბილი წიწაკა და ა.შ. მაწვნისა და წყლის რაოდენობის განსაზღვრა კი თავადაც შეგიძლიათ – თუ ცოტა სქელი წვნიანი გსურთ, მაშინ ნაკლებ წყალში გახსენით.