მაღაზიაში შეძენის ნაცვლად, ახლა ეკლერებს საკუთარი ხელით ვამზადებ. ასეთი გემრიელი არსად გამისინჯავს

2370

დიდსა თუ პატარას, ყველას გვიყვარს ტკბილეული. მე ხშირად ვცდილობ ჩემი შვილების განებივრებას საკუთარი ხელით გამომცხვარი სხვადასხვა გემრიელი ნამცხვრებითა და დესერტებით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში უგემრიელესი ეკლერების მომზადების საკმაოდ მარტივ რეცეპტს გადავაწყდი და ჩემი შვილების განებივრება ამ გემრიელი ტკბილეულით გადავწყვიტე. პირველივე მცდელობისას ეკლერები იმდენად გემრიელი გამოვიდა, რომ ახლა მათ უკვე რეგულარულად ვამზადებ ჩემი ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის.

გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და თავად ცადოთ მადისაღმძვრელი ეკლერების მომზადება, მათი მაღაზიაში შეძენის ნაცვლად. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.

როგორ მოვამზადოთ ეკლერები სახლში

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 250 მლ რძე
  • 100 გრამი კარაქი
  • 150 გრამი ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 4 კვერცხი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 400 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1,5 ს.კ. ფქვილი
  • 1,5 ს.კ. სახამებელი
  • 80 გრამი შაქარი
  • ვანილი გემოვნებით

ცომის მომზადება

1. საშუალო ზომის ქვაბში შეურიეთ ერთმანეთში რძე, გამდნარი კარაქი და მარილი. მზა ნარევში, მუდმივი მორევის პირობებში, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი და დადგით ის საშუალო ცეცხლზე სულ რამდენიმე წუთით. განაგრძეთ ინტენსიურად რევა ამ დროის განმავლობაში. როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება და წარმოიქმნება ერთგვაროვანი მასა, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად. გაგრილებული ნარევი კარგად თქვიფეთ და სათითაოდ ჩაამატეთ 4 კვერცხი.

2. მზა ცომი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში. თუ სამზარეულოს ეს გამოსადეგარი ნივთი არ გაქვთ, გამოიყენეთ პოლიეთილენის პარკი, რომელსაც კუთხე უნდა მოაჭრათ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და შეუდექით საკონდიტრო ტომრით ეკლერის ფორმის ცომების ფორმირებას. მათი სიგრძე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 10 სანტიმეტრს. თითოეულ ეკლერს შორის უნდა დატოვოთ მინიმუმ 5 სანტიმერტიანი სივრცე.

3. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და შედგით მასში ეკლერები გამოსაცხობად დაახლოებით 25 წუთით. ღუმელიდან გამოღების შემდეგ თითოეულ ეკლერს, სანამ რბილია, გაუკეთეთ ხვრელი, საიდანაც მათში კრემი უნდა ჩაასხათ.

კრემის მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან და ვანილთან ერთად. ნელ-ნელა ჩაამატეთ ამ მასაში რძე და ფქვილი (აუცილებლად მუდმივი მორების პირობებში). როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, ჩაამატეთ მასაში სახამებელი და განაგრძეთ რევა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. კარგად დააკვირდით, რომ კრემში მკვრივი მასები არ დარჩეს. დააყენეთ მიკროტალღური ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე და შედგით მასში ჩვენი კრემი 5 წუთით.

2. როდესაც კრემი გამზადდება, მიეცით მას სულ რამდენიმე წუთი გასაგრილებლად. გაგრილებული კრემით მაქსიმალურად გაავსეთ თქვენი ეკლერები და ზემოდან მოასხით გამდნარი შეოკოლადი. გემრიელად მიირთვით!

ასე მომზადებული ეკლერები იმდენად გემრიელია, რომ ყველა სტუმარი სასიამოვნოდ მოხიბლული დარჩება. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც, რომელთაც ცხობა ეხერხებათ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!