მარწყვის მურაბა „მუქი ლალი“ სამკურნალო ბალახების მცოდნის რეცეპტით

1040

როგორც იქნა, ზაფხული დადგა! ჩვენს აგარაკებსა და ბოსტნებში მარწყვი დამწიფდა და დროა მურაბების მომზადებას შეუდგეთ. რატომ არ გავანებივროთ ოჯახის წევრები ამჯერად რაღაც უჩვეულოთი?

„რა შეიძლება იყოს მურაბაში უჩვეულო? – იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა არაფერი, თუ უბრალოდ კენკრისა და შაქრისგან მოამზადებთ. მაგრამ გარწმუნებთ, თუ ფანტაზიას გამოიჩენთ, შედეგი საკმაოდ ორიგინალური იქნება.

მარწყვის მურაბა

მარწყვი საკმაოდ დელიკატური კენკრაა, ამიტომ მას შესაბამისად უნდა მოეპყრათ. აუცილებლად ფრთხილად გარეცხეთ, რომ არ დააზიანოთ.

თავდაპირველად, კენკრა გადაარჩიეთ, ფოთლები, ტოტები და სხვა ნაგავი მოაშორეთ. შემდეგ საწურზე ფრთხილად გადაიტანეთ. გამდინარე წყალში აერატორით (ან შხაპის ქვეშ) 3-4 წუთით გარეცხეთ.

საწურზე კენკრა 10-15 წუთით გააჩერეთ. ამ დროში წყალი მთლიანად დაიწურება. ამის შემდეგ ყუნწები მოაშორეთ. ეს საბაზისო მომზადებაა.

მარწყვის მურაბა „მუქი ლალი“

ინგრედიენტები:

  • 3 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 100 მლ არაყი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. კენკრა კარგად მოამზადეთ. თუ ძალიან მსხვილია, შეგიძლიათ 2-4 ნაწილად გაყოთ.

2. ღრმა, სქელძირიანი ქვაბი აიღეთ, მარწყვის ფენა მოათავსეთ, ზემოდან შაქარი მოაყარეთ და არაყი მოასხით. შემდეგ კვლავ მარწყვის ფენა, შაქარი და არაყი. ქვაბი გვერდზე გადადეთ, სჯობს ღამით მაცივარში შეინახოთ, რომ მარწყვმა წვენი გამოიღოს, შაქარი კი გადნეს.

3. ქვაბი მაცივრიდან გამოიღეთ და გაზქურაზე დადეთ. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ, ლიმონის მჟავა ან ახალ გაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ, აურიეთ.

4. საშუალო ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ და გვერდზე გადადეთ. რამდენიმე საათში, როცა მასა სრულად გაგრილდება, კვლავ გაზქურაზე დადეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ადუღეთ და გაზქურიდან გადმოდგით. პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ მურაბის სისქე არ დაგაკმაყოფილებთ. ამასთან მურაბამ საწყისი ფერი არ უნდა შეიცვალოს.

5. როცა მარწყვის მურაბის საჭირო სისქეს მიაღწევთ, ჭურჭელი მოამზადეთ. ქილები გარეცხეთ, თავსახურებს მდუღარე წყალი გადაავლეთ და სუფთა პირსახოცით გაამშრალეთ. ამის შემდეგ ქილები ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და გამოწვით.

6. მურაბა ცეცხლზე დადგით, ცხელ მდგომარეობამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ქილებში გადანაწილება დაიწყეთ. პირამდე აავსეთ, ქილებში გააგრილეთ. მურაბა გამაგრდება, ზემოდან მკვრივი ფენა წარმოიქმნება, რომელიც მურაბას გაფუჭების საშუალებას არ მისცემს. მხოლოდ ამის შემდეგ ქილები შეფუთეთ.

მურაბა „ფანტაზია“ მარწყვით და ყაბაყით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ახალი ყაბაყი
  • 500 გრ მარწყვი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1,5 კგ შაქარი

მომზადება:

  1. ყაბაყი გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით, 500 გრ შაქარი მოაყარეთ და ლიმონის წვენი მოასხით. მარწყვი გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და ასევე 500 გრ შაქარი მოაყარეთ. 4 საათით გააჩერეთ.
  2. მიღებული წვენი ერთ ქვაბში ჩაასხით, დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. მარწყვი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ, ქაფი მოაშორეთ. გაგრილება აცადეთ და პროცედურა გაიმეორეთ. მესამეჯერ ადუღებამდე მიიყვანეთ, ყაბაყი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
  3. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. მურაბა სჯობს ბნელ, გრილ ადგილას შეინახოთ.
  4. გემრიელი მარწყვის მურაბა მზადააა. გემრიელად მიირთვით.

უმი მურაბა მარწყვით და კივით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ მარწყვი
  • 600 გრ შაქარი
  • 2 ცალი კივი

მომზადება:

  1. მარწყვი ჯამის ფოთლებისგან გაათავისუფლეთ, გამდინარე წყალში გარეცხეთ. ქაღალდის პირსახოცზე მოათავსეთ, რომ კენკრა ოდნავ გამოშრეს.
  2. კივი ქერქისგან გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.
  3. კივი და კენკრა დააბლენდერეთ. მიღებულ პიურეს აურიეთ.
  4. მიღებულ მასას შაქარი დაუმატეთ, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება  (თუ მურაბას ოდნავ შეათბობთ, შაქარი უფრო სწრაფად გადნება).
  5. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ მარწყვის მურაბა. აქ, უჩვეულო ვარიანტების მხოლოდ მცირე ნაწილია აღწერილი, სინამდვილეში, მსგავსი რეცეპტები გაცილებით ბევრია.

მარწყვი სხვადასხვა ხილს და ბალახს, სანელებლებს და ბოსტნეულს შესანიშნავად ერწყმის. სწორედ ამიტომ, ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ! თქვენ უჩვეულო და ორიგინალურ გემოს აუცილებლად იპოვით!

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.