მარტივი რეცეპტი შოკოლადის სახლში დასამზადებლად

1108

შოკოლადის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი ვერ შეძლებს რადგან მის მოსამზადებლა კაკაოს ზეთია საჭირო, რომელსაც ნებისმიერ მაღაზიაში ნამდვილად ვერ შეიძენთ. თუმცა ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ გააერთიანოთ – 4 ჩვეულებრივი პროდუქტი და ცოტაოდენი ფანტაზია, რომელიც საშუალებას მოგცემთ თუნდაც შეზღუდული რესურსებით – უგემრიელესი და არომატული შინაურული შოკოლადი დაამზადოთ!

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 50 გრამი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი რძე

მომზადების წესი:

1. რძე აუცილებლად ნელ ცეცხლზე გააცხელეთ, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ მას შაქარი და კაკაო დაუმატეთ.


2. წყლის აბაზანაზე დაადნეთ კარაქი და რძეს დაუმატეთ.


3. ახლა ეს ნარევი აუცილებლად მიიყვანეთ ადურებამდე და კიდევ რამდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ.


4. მომზადებული რძის შოკოლადი წინასწარ მომზადებულ ფორმებში ჩაასხით და მაცივარში შედგით კარგად გასაცივებლად.


ამ შინაურული შოკოლადის შემადგენლობაში ისეთი ინგრედიენტები შედის, რომელიც ნებისმიერ სახლში მოიპოვება, როდესაც ტკბილეული მოგინდებათ – ამ დესერტის მომზადებას რამდენიმე წუთში შეძლებთ!